კორონავირუსის 788 შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობა 8%-ია

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 788 შემთხვევა გამოვლინდა და 20 ადამიანი გარდაიცვალა.

კორონავირუსის 788 შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობა 8%-ია

StopCov-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახალი შემთხვევები 9 790 კვლევის საფუძველზე გამოვლინდა, მათგან 4 802 ანტიგენის და 4 988 PCR ტესტი იყო.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.05%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.02%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.74% იყო. ქვეყანაში კოვიდ-19-ის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 313 742-მდე გაიზარდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს ჯამში 4 183 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

    • თბილისი – 384
    •  აჭარა – 106
    •  იმერეთი – 64
    •  ქვემო ქართლი – 43
    •  შიდა ქართლი – 30
    •  გურია – 17,
    •  სამეგრელო – ზემო სვანეთი – 76
    •  კახეთი – 40
    • მცხეთა-მთიანეთი – 13
    •  სამცხე-ჯავახეთი – 14
    •  რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 14 075-ია, მათგან 4209 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.