სააკაშვილი: ნავალნი არის გმირი

„რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი არის გმირი“. ამის შესახებ Deutche Welle-ს რუსულ რედაქციასთან ინტერვიუში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

სააკაშვილი: ნავალნი არის გმირი

ჟურნალისტის შეკითხვაზე მზად არის თუ არა ის, რომ რომ საქართველოს ხელისუფლება მოგექცეს ისე, როგორც რუსეთის ხელისუფლება მოექცა ალექსეი ნავალნის, სააკაშვილმა უპასუხა: „დიახ, სავსებით შესაძლებელია. მაგრამ რუსეთისგან განსხვავებით ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს. ნავალნი , ჩემი აზრით, გმირია და მას მომავალში ბევრად დიდი მხარდაჭერა ექნება, ოღონდ თუ გადარჩება ციხეში.

მე მას ბევრ რამეში არ ვეთანხმები, მას ჩემზეც აქვს ცუდი რაღაცები ნათქვამი, მაგრამ საერთო ჯამში მსოფლიოში ასეთი პიროვნებები ბევრი არ არის. რა თქმას უნდა ის არის გმირობის სიმბოლო და მხარდაჭერას საჭიროებს“- განაცხადა სააკაშვილმა.

ჟურნალისტი ასევე შეეხო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს და ის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს შეადარა. „არც ჩვენ 2008 წელს, არც ზელენსკი ახლა არსად შეჭრას არ აპირებდა. ჩვენც და ზელენსკის აგრესიას ვპასუხობდით. როდესაც შენს ტერიტორიაზე იჭრებიან, იძულებული ხარ პასუხი გასცე. და თუ არ პასუხობ, მაშინ უნდა დანებდე და კაპიტულაცია გამოაცხადო.

ზელენსკი ხელისუფლებაში მივიდა, როგორც მშვიდობის პრეზიდენტი და მას ახლაც მშვიდობა სურს. მაგრამ მშვიდობა ცალმხრივი ვერ იქნება. და როდესაც შენი პარტნიორი ყველანაირად ცდილობს, რომ კიდევ რაღაცა წაგართვას, ჩაყლაპოს, მაშინ ასეთ პარტნიორთან ელეგანტურ სტილში ტანგოს ცეკვა არ გამოგივა“ – განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ზელენსკი-პუტინის შეხვედრის ჩატარებას მხარს უჭერს, რადგანაც დიალოგის არარსებობა „საერთოდ ვარიანტი არ არის“.