გებრეიესუსი – ყველას გთხოვთ, შეწირეთ ვაქცინები COVAX-ს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, მდიდარმა ქვეყნებმა ღარიბ ქვეყნებს ვაქცინები უნდა გაუნაწილონ.

გებრეიესუსი - ყველას გთხოვთ, შეწირეთ ვაქცინები COVAX-ს

ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

– “მდიდარმა ქვეყნებმა, რომლებსაც ვაქცინების საკმაოდ დიდი რაოდენობა აქვთ და რისკ-ჯგუფში მყოფი მოსახლეობაც აცრილი ჰყავს, ვაქცინები ღარიბ ქვეყნებს უნდა გაუნაწილონ. ვხვდები, რომ მათ უნდათ ახალგაზრდებიც აცრან. მაგრამ ახლა ყველას გთხოვთ, შეწირეთ ვაქცინები COVAX-ს. დაბალ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს ჯანდაცვის მუშაკების ასაცრელად საკმარისი ვაქცინებით კი არ აქვთ, გადავსებულია საავადმყოფოები. არსებული მონაცემებით, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებმა ვაქცინების მარაგის მხოლოდ 0,3%-ი მიიღო“ – აცხადებს ჯანმოს ხელმძღვანელი.

წყარო: itv.ge