ინდოეთი არაა ის ქვეყანა, რომელიც იმედს კარგავს, ჩვენ ვიბრძოლებთ და მოვიგებთ – ინდოეთის პრემიერი

სამკვირიანი დუმილის შემდეგ პირველად ინდოეთის პრემიერ-მინისტრი კოვიდის დამანგრეველი მეორე ტალღის შესახებ ალაპარაკდა.

ინდოეთი არაა ის ქვეყანა, რომელიც იმედს კარგავს, ჩვენ ვიბრძოლებთ და მოვიგებთ - ინდოეთის პრემიერი

ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

– “ჩვენ წინაშე უხილავი მტერია და ამ მტერს ბევრი სახე აქვს. კორონავირუსის გამო ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგეთ“ – განაცხადა ინდოეთის პრემიერმა.

პრემიერმა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
– “ინდოეთი არაა ის ქვეყანა, რომელიც იმედს კარგავს. არც ინდოეთი და არც ინდოელები იმედს არ დაკარგავენ. ჩვენ ვიბრძოლებთ და მოვიგებთ“ – განაცხადა მან.

წყარო: bm.ge