იტალია მოგზაურებისთვის იხსნება

იტალია ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ისრაელიდან, დიდი ბრიტანეთიდან, იაპონიიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ჩასული ტურისტებისთვის გაიხსნა.

იტალია მოგზაურებისთვის იხსნება

ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ქვეყნებიდან ჩასული ტურისტებისთვის კარანტინის გავლა სავალდებულო აღარ იქნება. სხვა ქვეყნებიდან იტალიაში მოგზაურობის მსურველებმა კი კოვიდის ტესტზე უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ, რომელიც გამგზავრებამდე 2 დღით ადრე უნდა აიღონ.

წყარო: newposts.ge