მსოფლიოში ზედიზედ მე-2 კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის რიცხვი მცირდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ზედიზედ მეორე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის რიცხვი მცირდება.

მსოფლიოში ზედიზედ მე-2 კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის რიცხვი მცირდება

ამასთანავე ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ რიგ ქვეყნებში მდგომარეობა კვლავ შემაშფოთებელია.

„პანდემია ჯერ შორსაა დასრულებისგან და იგი არ დასრულდება, სანამ ყველგან არ დასრულდება”, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

 

“რეზონანსი”