ნეოლიბერლიზმი: მისი არსი და მიზნები – თინათინ თევზაძე

ნეოლიბერალზმი ემსახურება კაპიტალს და ადამიანისთვის მინიჭებული “თავისუფლებების” ხარჯზე მის სულიერ, სოციალურ, თუ კულტურულ ჭრილში მისივე გონებრივი რესურსების განულებას, ნეოლიბერალიზმი წარმოქმნის ბრძოლის უნარის დაქვეითებას და ამავე დროს ამ დაქვეითებას იყენებს იარაღად.

ნეოლიბერლიზმი: მისი არსი და მიზნები - თინათინ თევზაძე

პოსტმოდერნმა არა მარტო ხელოვნებაში შემოიტანა სიახლეები, არამედ დროთა განმავლობაში მოიტანა ასევე ადამიანის შეგრძნებებისა და მისი ეთიკური სისტემების რღვევა; ანუ ინდივიდუმი, როგორც ასეთი, განთავისუფლდა პასუხისმგებლობის გრძნობისგან, განთავისუფლდა აგრეთვე სირცხვილის გრძნობისგან, იმიტომ რომ, იგი, როგორც ინდივიდი, არის პოსტმოდერნის ხანაში ცალკე აღებული თავისუფალი ელმენტი და არ ექვემდებარება გარემოს. აღარ ექვემდებარება არც სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების გაგებას. ამრიგად, პოსტმოდერნის ხანაში ჩაისახა ნეოლიბერალიზმიც.

„თავისუფლება“, რომელიც დაიყვანეს იქამდე, რომ ადამიანს აღარ უნდა გააჩნდეს რაიმე კავშირი თავის წარსულთან, და ამგვარად წარიშლება ყოველგვარი მეხსიერება. ლოზუნგი ასეთია :„აკეთე ის, რაც გინდა“, ანუ უკვე ადამიანი განთავისუფლდა სოციალური, კუტურული ჯაჭვებისგან ისე, რომ მისი შეგრძნებები დავიდა მხოლოდ საკუთარი ინსტიქტების მომსახურების დონემდე. ასე რომ, გუშინ მიუღებელი დღეს უკვე მისაღებია, იმიტომ, რომ ეთიკურ-კულტურული სისტემები, რომლებიც აქამდე აკავებდა ადამიანს, დაირღვა. რა თქმა უნდა, ამ სისტემაში შედიოდა აგრეთვე ჩაგვრაც და სოციალური უთანასწორობაც. მაგრამ, სინამდვილეში სოციალური უთანსწორობა გაიზარდა იმის ხარჯზე, რომ ადამიანს მიეცა ეგრეთ წოდებული „თავისუფლება“, აკეთოს რაც უნდა.
ესე იგი ინდვიდის „თავისუფლება“ სოციალური უთანასწორობის პირდაპირპროპორციული გახდა. სინადვილეში, ის „განთავისუფლებული“ ადამიანი, რომელიც სოციალურ ქსელებში თავის ფიზიოლოგიას ხაზს უსვამს და ამას აკეთებს ისე, რომ ის სამოსს იხდის, დემონსტრაციულად აჩვენებს თავის მატერიალურ მონაპოვარს -„გუჩის“ ჩანთას, თუ სხვას, ის, რომ კაბაში ჩაცმული წვერებიანი მამაკაცები ნორმად ითვლებიან, ეს ხდება იმის ხარჯზე, რომ ადამიანი სინამდვილეში კაპიტალისტურ-ლიბერალური იდეოლოგიის მსხვერპლად გვევლინება…

ადამიანი ადვილად იმართება იმიტომ, რომ მას მიეცა თავისუფლება ეკეთებინა ის, რაც მას სურდა, მაგრამ ვერ განთავისუფლდა სისტემისგან. მხოლოდ მომხმარებლური ზრახვები და ლტოლვა აიტაცა ნეოლიბერალიზმმა და მისცა ადამიანს საშუალება ყოფილიყო „ინდივიდი მომხმარებელი“, რადგან ნეოლიბერალიზმი სუნთქავს ბაზრით, და მომხმარებლური გონი მისთვის მთავარია. ასე რომ, ინდივიდი შემოიფარგლა ამ მომხმარებლური გონით და მას საამისოდ მიეცა თავისუფალი პლატფორმა.
ანუ, სოციალურ ქსელებში ინდივიდისთვის მიცემული თავისუფლება, ადამიანის გონებრივი, სულიერი . თუ სოციალური თვითშეგნების დაქვეითების ქვაკუთხედად იქცა, რადგანაც, რაც სოციალურ ქსელებში ტრიალებს, ის სურათები და ფრაზები, რომლებიც ქმნის ფონს, ისინი შეადგენს ადამიანის გონებრივი შესაძლებლობის ყველაზე დაბალ დონეს, ანუ ადვილად აღსაქმელ და მოსანელებელ შიგთავსებს, მითუმეტეს, რომ ქსელში მრავლადაა პროდუქტის გასაღებისა და შეთავაზების რეკლამები, ანუ ესეც ბაზრის აუცილებელი ატრიბუტია, ესე იგი- თავისუფლება, შეზავებული ბაზრის მოთხოვნებით.

ამიტომაც, მასა, რომელიც ხალისით იღებს მიწოდებულ თავისუფლებას, არ აცნობიერებს, რომ ეს თავისუფლება, არის მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანი რაც შეიძლება შორს იყოს პოლიტიკური პრეტენზიებისაგან; იმისგან , რომ განასხვავოს რა არის მისაღები და რა არა. ლიბერალური ფაშიზმი არის კაპიტალისტ -ლიბერალების კოზირი -თქვი რაც გინდა, აკეთე რაც გინდა, მაგრამ სისტემა ჩვენი საქმეა.

ანუ სანახაობა ხალხს. მაგრამ არსი არა.

ის, რომ წვერებიანი მამაკაცები კაბებში გამოწყობილები ნორმად უნდა ჩაითვალოს, და რომ არც უნდა გაგაჩნდეს არათუ შეშფოთების, არამედ საპირისპირო სიტყვის თქმის სურვილი და უფლება. ერთი სიტყვით აგრესიული ლიბერალური ფაშიზმის პოლიტიკაა დაჟინებული ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა, მოწყობილი განსაკუთრებით იმ ქვეყნების ქუჩებში, სადაც კულტურულ სოციალური ფესვები საბედნიეროდ ჯერ არ დაშორებია ეროვნულ რელიგიურ ტრადიციებს. ასევე აგრესიული ლიბერალური ფაშისზმის პოლიტიკაა ისიც, ადამიანს რომელიც ამ პოლიტიკის წინააღმდეგია, პირველყოფილი ნეანდერტალელი უწოდო. ლიბერალური ფაშიზმის პოლიტიკაა ისიც, რომ მასმედიით თავისუფლებაზე საუბრობენ და არ ფიქრობენ რომ, თავისუფლებას ეთიკური ჩარჩოები უნდა ჰქონდეს. ის, რომ იმართება დისკუსიები ოჯახურ ძალადობაზე, იმის პროპორციულად, როგორი სიხშირითაც მიდის ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა, ეს იმიტომ, რომ ოჯახის ინსტიტუტი შეირყეს და აღიქმებოდეს მოსაწყენ გადმონაშთად. ამდენი თავისუფლების და პოლიტკორექტულობის ფონზე მატერიალურად იძარცვები. ეს ყველაფერი, ზემოთ ჩამოთვილი, ლიბერალური ფაშიზმის პირდაპირი ნიშნებია!

სამაგიეროდ, არსებობს ნეოლიბერალური იდეოლოგიის მიერ გამიზნულად და ჭკვიანურად ჩასმული პოლიტკორეკტულობა. ანუ არ შეგიძლია იმსჯელო, არათუ გააკრიტიკო ის, რაც უმრავლესობისთვის აპრიორი მიუღებელია. ნეოლიბერალურ პოლიტიკას ხელის შემშლელი ასპექტები რომ გაუბათილდეს, ამისთვის პოლიტკორექტულობა არის შესანიშნავი იარაღი.

ნეოლიბერალიზმი ემსახურება ბაზარს, და მისი მიზანია ადამიანების გონებრივი და სულიერ-კულტურული არსის ნიველირება და რა თქმა უნდა, ამ პროცესს თან უნდა ახლდეს სოციალური უთანასწორობა. ბაზარი არსებობს მხოლოდ სოციალური კატაკლიზმების ხარჯზე. ამრიგად, ნეოლიბერალიზმის მიზანია, გააჩნდეს კაპიტალისტური სისტემის კრიზისების დაძლევის როგორც იდელოგიიური, ასევე ტერიტორიული არეალი. .

ლიბერალური ფაშიზმის გასამყარებლად არსებობს კარგად გამოწრთვნილი ნეოლიბერალური ელიტა , რომლიც გამიზნულადაა დასმული მმართველობის საჭესთან, იმისათვის რომ, დემოკრატიის სახელით რეალურად იმუშაოს კაპიტალისტური სისტემის დაძლევაზე.

 

თინათინ თევზაძე,

მთარგმნელი, ემიგრანტი გერმანიიდან