ჟურნალისტების შემოტევა მეუფე ნიკოლოზზე: „ზრდილობიანად ილაპარაკეთ, უზრდელურად მელაპარაკებით” – ვიდეო

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ჩავიდა.

-„ზრდილობიანად ილაპარაკეთ, პირბადე აიფარეთ სახეზე. მე თქვენ გელაპარაკებით ზრდილობიანად, თქვენ მელაპარაკებით უზრდელურად, არ გაგცემთ კითხვებზე პასუხს. მე შესაბამისი უწყების წინაშე ვაგებ პასუხს.

არაფერს არ გეტყვით, სანამ არ შევალ, არ გავარკვევ და არ გამოვალ. გავარკვევ და გიპასუხებთ, რა უნდა გითხრათ, არ ვიცი. შევალ, გავარკვევ, გამოსვლის შემდეგ ყველაფერს გეტყვით, ყველა კითხვას გავცემ პასუხს“, –  განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან.