“ამდენი დამთხვევა და ამდენი შემთხვევითობა?” – ნიკოლეიშვილი გახარია-სააკაშვილის სავარაუდო კავშირზე

„ამდენი დამთხვევა და ამდენი შემთხვევითობა? სარფის საზღვართან სააკაშვილის ყოფნა, რომელსაც მხოლოდ რევოლუცია და გადატრიალება ელანდება ! აქ კი მოულოდნელად გახარიას გადადგომა ! დროში და სიტუაციურად ყველაფრის დამთხვევა, ვითომ შემთხვევით ხდებოდა? ამიტომაც ჩნდება კითხვები!” – ამის შესახებ ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში გიორგი გახარიაზე წერს.

"ამდენი დამთხვევა და ამდენი შემთხვევითობა?" - ნიკოლეიშვილი გახარია-სააკაშვილის სავარაუდო კავშირზე

“ასევე, გასათვალისწინებელია ყოფილი პრემიერის და მისი გუნდის, გუშინ ჯერ კიდევ თანამდებობებზე მყოფების ხელისუფლების ასეთი სასტიკი კრიტიკა? ვნახოთ, ვნახოთ პოლიტიკურ ველზე რადიკალიზმით კიდევ ერთი მოთამაშის შემოსვლა რა შედეგის მოიტანს საარჩევნოდ ! ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები კი არც ისე შორსაა…“ – წერს ნიკოლეიშვილი.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კიევიდან მათ შეატყობინეს, რომ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების აყირავების გეგმის სისრულეში მოყვანისთვის 2 დღე სჭირდებოდა, და სწორედ 2 დღით ითხოვდა გიორგი გახარია ნიკა მელიას დაკავების გადადებას, რაც საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს.

წყარო: ptn.ge