დასავლეთის აგენტმა პროტასევიჩმა ყველაფერი “დაფქვა”: სიმართლე ნეოფაშისტურ-სოროსულ ოპოზიციაზე

ბელარუსიის ტერიტორიაზე, მინსკის აეროპორტში დასმული “რიანეარის” თვითმფრინავის მგზავრი რომან პროტასევიჩი, რომელიც ბელარუსმა სამართალდამცავებმა დააკავეს, აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან. სოროსულ “სამზარეულოში” ჩახედული საინფორმაციო ტერორისტი ნანობს თავის საქციელს, როდესაც ცდილობდა ბელარუსიის დესტაბილიზაციას და ლიტუნია-პოლშაში ჩაბუდებულ მავნებელ ოპოზიციას ამხელს. ირკვევა, რომ დასავლურ დაფინანსებას დახარბებული ოპოზიციონერები ერთმანეთს მტრობენ, მათთვის ბელარუსიის პოლიტიკა პრინციპში უინტერესოა – ამტკიცებს პროტასევიჩი.

დასავლეთის აგენტმა პროტასევიჩმა ყველაფერი "დაფქვა": სიმართლე ნეოფაშისტურ-სოროსულ ოპოზიციაზე

ლიბერალ-მედასავლეთეები ახლა გაჰკივიან, რომ პროტასევიჩი “წამების” შედეგად ალაპარაკდა, რაც, ქვემოთ წარმოდგენილ საათნახევრიან კადრებს როცა ნახავთ, დარწმუნდებით, რომ სრული სისულელეა. პროტასევიჩი თავს მშვენივრად გრძნობს (პატიმრის კვალობაზე) და ნებაყოფლობით ლაპარაკობს. არსად, არავის უნახავს ჯერ, რომ ნაწამებმა ადამიანმა ასე თავისუფლად, საათნახევრის განმავლობაში, ისაუბროს დეტალურად. ერთ ეპიზოდში რომანმა ემოცია (ცრემლები) ვერ შეიკავა და ეს სავსებით გასაგებია, იგი ნამდვილად არ არის სანატორიუმში. თუმცა იგი თავისი წარსულის და თანამებრძოლების ღალატის გამო უფრო აღელდა, ვიდრე ციხეში არსებული პირობების მიზეზით…

ინტერვიუ პროტასევიჩთან უპრეცედენტო შემთხვევაა სამართლის ისტორიაში. ასეთ რამ ე. წ. დემოკრატიულ დასავლეთში არასოდეს მომხდარა – პატიმარი მოინახულა სახელმწიფო ტელევიზიის მთავარმა ჟურნალისტმა, მარატ მარკოვმა. სწორედ მარკოვი ესაუბრა პროტასევიჩს. გთავაზობთ ბელარუსიის სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემულ ინტერვიუს, სრულად (გადადით “იუტუბის” ბმულზე და შედით საკუთარ პროფილზე):