სენატორი პორტმანი – მიგვაჩნია, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს მაპის მიღებას

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორის, რობ პორტმანის განცხადებით, საქართველო ნატოში ინტეგრაციის გზაზე წინ უნდა წავიდეს

სენატორი პორტმანი - მიგვაჩნია, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს მაპის მიღებას

– “მინდა აღვნიშნო, თუ რაოდენ დიდად ვუჭერთ მხარს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს მიმაჩნია, რომ საქართველო არამხოლოდ ასპირანტი ქვეყანა უნდა იყოს ნატოში გაწევრიანების, რომელიც სურვილს ადასტურებს ნატოში გაწევრიანებაზე, არამედ საქართველოს უნდა მიეცეს საშუალება, ნაბიჯები გადადგას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ნატოს აქვს პროცესი, რომელსაც ჰქვია მაპის პროცესი, მიგვაჩნია, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს მაპის მიღებას, რაც საქართველოს ხელს შეუწყობდა ნატოს წევრობისკენ სვლაში. ამისათვის მნიშვნელოვანია, ქვეყანამ გაატაროს რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით, ეს ეხება როგორც სამხედრო და თავდაცვის სფეროში, ასევე, კანონის უზენაესობის გაუმჯობესების თვალსაზრისითაც” – განაცხადა სენატორმა.

წყარო: newposts.ge