არასამთავრობოები ახდენენ არასრულწლოვანით მანიპულირებას და გაუპატიურებაში ცრუ დასმენის საქმის ფაბრიკაციას! – დიმიტრი ლორთქიფანიძე  

პარლამენტის ყოფილი წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, სოციალურ ქსელში გზავნილს და ვიდეოს ავრცელებს:

არასამთავრობოები ახდენენ არასრულწლოვანით მანიპულირებას და გაუპატიურებაში ცრუ დასმენის საქმის ფაბრიკაციას! - დიმიტრი ლორთქიფანიძე  ჯერი, გენერალურ პროკურორზეა!
პროკურატურა და შს სამინისტრო დაუყოვნებლივ უნდა დაკავდნენ გარკვეულ არასამთავრობო ორგანიზაციათა მხრიდან, არასრულწლოვანი ბენეფიციარით მანიპულირებისა და გაუპატიურებაში ცრუ დასმენის ფაბრიკაციის საქმით!!!

სავსებით ცხადია, რომ არანაირ გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია და ექსპერტიზის დასკვნა ამის ნათელი დადასტურებაა!
იმისთვის, რომ საქმე წარმოებით არ შეწყვეტილიყო, კონსპირაციის ფარგლებში, არასრულწლოვანზე გარკვეული ფსიქოლოგიური ზეცოლის გზით, პირთა ჯგუფმა მიაღწია გაუპატიურების მეორე და მესამე, ასევე არ არსებული ეპიზოდებიც ჩაერთოთ საქმეში და რეაგირება მოეთხოვათ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, რომ საქმეს შეეძინა რეზონანსი, გაწელილიყო დროში და დაინტერესებულ ჯგუფებს შემდგომში სახელმწიფო და ეკლესია დაედანაშაულებინათ უმოქმედობასა და დანაშაულის დაფარვაში!
სახეზეა უმძიმესი დანაშაული, რომელსაც ჰყავს დამკვეთები, ორგანიზატორები და უშუალო შემსრულებლები. მიზანი კი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტისა და ნდობის შერყევა და სრული მორალური დისკრედიტაციაა!
მათთვის ხომ მიზანი საშუალებას ამართლებს!!!