მდიდარი თურქის ოჯახი საქართველოში მრავლდება – საბოლოო ჯამში, რამდენ ქართველ ქალს იყიდის?!

23 წლის კრისტინა ოზთურქი და მისი მილიონერი ქმარი გალიფ ოზთურქი, რომლებმაც წლის და 2 თვის განმავლობაში სუროგატ დედებს 138 000 ფუნტი სტერლინგი გადაუხადეს, არ გამორიცხავენ ოჯახში ბავშვების რაოდენობის 100-მდე გაზრდას, – წერს ბრიტანული „მირორი”.

მდიდარი თურქის ოჯახი საქართველოში მრავლდება - საბოლოო ჯამში, რამდენ ქართველ ქალს იყიდის?!

ბათუმში დასავენებლად ჩასულმა 23 წლის მარტოხელა დედა კრისტინა გაგარკინამ პირველივე საღამოს , რესტორანში, მომავალი მეუღლე, 57 წლის თურქი ბიზნესმენი, თურქეთის სასამართლოს მიერ სამუდამო პატიმრობამისჯილი, 2015 წლიდან საქართველოს მოქალაქე გალიფ ოზთურქი გაიცნო.

კრისტინამ და გალიპმა გადაწყვიტეს, რომ კავშირის გამყარებისთვის ყველაზე კარგი ბევრი შვილი გაჩენა იყო და დასახული მიზნის მისაღწევად დახმარებისთვის სუროგატ დედებს მიმართეს.

წყვილს წლის და ორი თვის წინ ერთადერთი ბავშვი ჰყავდა – 5 წლის ვიქტორია, ამჟამად კი მათ ოჯახში 21 ბავშვია. ოჯახი სამსართულიან სახლში ცხოვრობს. მათ ბავშვების მოვლაში 16 ძიძა ეხმარება. (“აიპრესი”).