ძლიერი წვიმის გამო რომის ქუჩები დაიტბორა

ძლიერი წვიმის გამო იტალიის დედაქალაქის, რომის ქუჩები დაიტბორა.

ძლიერი წვიმის გამო რომის ქუჩები დაიტბორა

ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შექმნილი ვითარების გამო ერთ-ერთი საბავშვო ბაღიდან აღსაზრდელებისა და მასწავლებლების ევაკუაცია გახდა საჭირო.

წყალდიდობის შედეგად ყველაზე მეტად რომის ჩრდილოეთ ნაწილი დაზარალდა.

წყარო: ptn.ge