იციან, “ნაცქოცებად” დაყოფილ ქვეყანაში ერთად არავინ დადგება და ჩვენი სირეგვენით გახარებულები სვავებივით არიან დამცხრალი ჩვენს მიწა-წყალს!

მიმართვა ჩხოროწყუელებს და არამარტო მათ
ძმებო და დებო!
ეს ადგილი ლუგელას ხეობაშია!

იციან, "ნაცქოცებად" დაყოფილ ქვეყანაში ერთად არავინ დადგება და ჩვენი სირეგვენით გახარებულები სვავებივით არიან დამცხრალი ჩვენს მიწა-წყალს!

აქ ამ ადგილზე ადრე ლუგელას სამკურნალო წყალი მოდიოდა!
მივდიოდით და ვიღებდით.
მე პირადად ას ლიტრამდეც ამიღია-ხეობაში რომ მივდიოდი მეზობლებიც მატანდნენ ჭურჭელს და მიმქონდა.
მეც გამიტანებია და მოუტანიათ ჩემთვის.
ყველას შეეძლო ბუნებრივი რესურსით სარგებლობა.
იმ ბუნებრივი რესურსით რომელიც ჩვენს მიწაზე მოდის!
ღმერთმა შექმნა ეგრე!
ბუნებამ შექმნა ეგრე!
მივდიოდით და ვიღებდით!
დღეს რა ხდება????
აუღია და ეს ტერიტორია მყიდველს უყიდია.
ყიდვის შემდეგ საბადოზე შენობა ჩაუდგია და გალავანი შემოუვლია.
პირველ ხანებში გალავანში პატარა მილი დაუტანებია და ლუგელას წყალიც იქიდან მოწანწკარებდა.
მერე ეტყობა ეგეც არ დაუჯდა ჭკუაში და საერთოდ გადაუკეტია ჩვენი ბუნებრივი რესურსი!
დევივით მოჯდომია ღმერთის მიერ ბოძებულ წყაროს.
და იცით ამას რატომ გვიკეთებენ??????
არაფრად არ გვთვლიან!
ზედაც არ გვიყურებენ და სასაცილოდ არ ყოფნით ჩვენი კაცობა!!!!!!!!!!
სულში გვაფურთხებენ და ვაჟკაცობას გვიგინებენ!!!!!!
იციან ნაც-ქოც-გოცებად დაყოფილ ქვეყანაში ერთად არავინ დადგება და ჩვენი სირეგვენით გახარებულები სვავებივით არიან დამცხრალი ჩვენს მიწა-წყალს!!!!!!
გააქვთ და ეზიდებიან ჩვენს საბადოებს,სასარგებლო წიაღისეულს თუ ბუნებრივ რესურსს!!!!!!
ჩვენ კიდევ ამდენი სიმდიდრის პატრონი, გერმანიაში – ბოსტანში მუშაობაზე ვოცნებობთ!!!!!!😡😡😡😡😡😡😡😡
დაწყევლა და ხატზე გადაცემა ქვია ადამიანის გონების ასე არევას!!!!!!!
სანამდე ძმებო!!!!!!!
სანამდე დებო!!!!!!!
სანამდე დედებო და მამებო!!!!
შვილებო!!!!!
სანამ ჩვენ ერთმანეთში ნაც-ქოცურ ანგარიშებს ვასწორებთ დაგვექცა ქვეყანა!!!!
დასამარხი მიწა არ დაგვრჩება და ალბათ კრემაციას ჩაგვიტარებენ ჩვენი შვილები-ღირსებიც ვიქნებით!!!!!!!
არაერთხელ დაიდო ამ პრობლემაზე აქ პოსტი.
მეც დავდე.
სხვებმაც დადეს.
“არსაიდან ხმა-არსით ძახილი”!
რატომ ვითხრით ჩვენი ხელით სამარეს და რატომ ვწვებით შიგ??????
რამ შეგვაზიზღა ასე ჩვენი შვილები, რომ გაძარცულ და აოხრებულ ქვეყანას ვუტოვებთ??????
კმარა ძმებო!!!!
ამოვიღოთ ხმა!!!!
ამ დღეებში იწყება სხვადასხვა აქტივობები ლუგელას ხეობისთვის!
დავდგეთ ყველა ერთად!!!!
დავივიწყოთ ყველა პარტია და დავდგეთ ერთად ხალხნო!!!!
იქნებ გამოგვივიდეს.
იქნებ ღმერთი გავახაროთ და არა ეშმაკი!!!!
ჩვენი შვილებისათვის-დავდგეთ ერთად ხალხნო!
ჩვენი წილი ლუგელა არ დავთმოთ!
შემოგვიერთდით ხალხნო!
გააზიარეთ😔😔😔😔

სოციალური ქსელი; ლევან მამფორია, ჯგუფი “ჩხოროწყუს მაღვიძარა”