რუსეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში ჩინეთთან და ინდოეთთან თანამშრომლობის გაღრმავება შედის – ლავროვი

ჩინეთთან და ინდოეთთან თანამშრომლობის გაძლიერება რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უპირობო პრიორიტეტია. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში ჩინეთთან და ინდოეთთან თანამშრომლობის გაღრმავება შედის - ლავროვი

„ჩვენს უპირობო პრიორიტეტებს შორის ჩინეთთან ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება შედის. წელს ჩვენ ამ ქვეყანასთან დადებული „კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ“ ხელშეკრულების 20 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. იმავე მიმართულებით განსაკუთრებით პრივილეგირებულია ინდოეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება“, – აღნიშნა ლავროვმა.

მისივე თქმით, რუსეთი ასევე გეგმავს პარტნიორობის გაფართოებას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ე.წ. ASEAN-ის ქვეყნებთან, რომელშიც შედის ბრუნეი, კამბოჯა, ინდონეზია, ლაოსი, მალაიზია, ფილიპინები, სინგაპური, ტაილანდი და ვიეტნამი. გარდა ამისა, ოფიციალური მოსკოვის პრიორიტეტებშია ე.წ. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის გაერთიანების (Asia-Pacific Region – APR) სახელმწიფოებთან პარტნიორობის გაღრმავება.

რუსეთსა და ჩინეთს შორის „კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ“ ხელშეკრულება 2001 წლის 16 ივლისს გაფორმდა. ეს შეთანხმება ყოველი ხუთი წლის ვადით ავტომატურად განახლდება.