ელისაშვილი პარტიების დაფინანსებაზე: ეს არის უპასუხისმგებლობასთან ბრძოლა და არა პარტიების დასჯა

თან არხეინი ცხოვრება გინდა, ფული გინდა გქონდეს, ხელფასს იღებდე და არაფერს აკეთებდე – გადასარევი სამსახური მოძებნა ზოგიერთმა პარტიამ საკუთარი თავისთვის. კეთილი ინებე და იმუშავე, აკეთე რისთვისაც ხალხმა მანდატი მოგცა – ამის შესახებ “მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა.

ელისაშვილი პარტიების დაფინანსებაზე: ეს არის უპასუხისმგებლობასთან ბრძოლა და არა პარტიების დასჯა

ელისაშვილი აცხადებს, რომ “მოქალაქეები“ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ.

– “როცა ხალხი გირჩევს, მანდატს გაძლევს და პარლამენტში არ შედიხარ, მაგრამ დაფინანსებას იღებ, ეს ასე არ უნდა ხდებოდეს. მართალია, ეს წესი 2022 წლიდან გავრცელდება, რომ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად არ ჩაითვალოს, მაგრამ მე ახლა გავრცელების მომხრეც ვარ. ანუ, რას ნიშნავს – აგირჩიეს, პარლამენტში არ დადიხარ და გეზარება, მაგრამ ფულს იღებ. მაშინ, იმ ფულსა და ხელფასზეც თქვი უარი. ეს იქნება სწორი. ეს არის უპასუხისმგებლობასთან ბრძოლა და არა პარტიების დასჯა” – განაცხადა ელისაშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს პარტიების დაფინანსების წესების შესახებ იმსჯელებენ.

წყარო: itv.ge