ევროპარლამენტმა ევროკავშირის ციფრულ კოვიდსერტიფიკატებს მწვანე შუქი აუნთო

ევროპარლამენტმა ევროკავშირის ციფრულ კოვიდსერტიფიკატებს მხარი დაუჭირა.

ევროპარლამენტმა ევროკავშირის ციფრულ კოვიდსერტიფიკატებს მწვანე შუქი აუნთო

ინფორმაცია ამის შესახებ europarl-ის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

ციფრული კოვიდსერტიფიკატების შემოღებას მხარი 553-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა, 91 – წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 46-მა ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა.

კოვიდსერტიფიკატები უფასოდ, ქვეყნის მთავრობების მიერ გაიცემა და ის ხელმისაწვდომი იქნება როგორც ციფრულ და ბეჭდურ ფორმატში. მასზე განთავსებული იქნება QR კოდი. სერტიფიკატი იმის დასტური იქნება, რომ ადამიანმა კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა, რომ მას აქვს ტესტის უარყოფითი შედეგი ან ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.

სერტიფიკატის გამოყენება 1-ლი ივლისიდან დაიწყება. მისი მოქმედების ვადა 12 თვე იქნება.

წყარო: newposts.ge