გახარია პოლიტიკურ ველზე, ჩემდა სამწუხაროდ, სწორედ ნეოლიბერალური ბუდის დაკავებას აპირებს – ხათუნა ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

გახარია პოლიტიკურ ველზე, ჩემდა სამწუხაროდ, სწორედ ნეოლიბერალური ბუდის დაკავებას აპირებს - ხათუნა ხოფერია

გუშინდელი ჩემი ინტერვიუა.
მოკლედ, არ ვიცი რამდენად გამართლდება ყველა პროგნოზი, მაგრამ დღევანდელმა დღემ მყარად დამარწმუნა იმაში, რომ ბატონი გახარია პოლიტიკურ ველზე, ჩემდა სამწუხაროდ, სწორედ ნეოლიბერალური ბუდის დაკავებას აპირებს.
დღეს აღარ არსებობს სხვაობის ნიშანი კობახიძე-სააკაშვილ-გირჩიჯაფარიძე-მდინარაძის პარტიებს შორის. სწორედ ეს არის მათი გარიგებებისა და შეთანხმებული ქმედებების მყარი საფუძველი ანუ ლიბერასტულ- ნეოკონსერვატიულ- უსამშობლო-უღმერთო- უოჯახო ქართული პოლიტიკის დანერგვა-გამყაება. სწორედ აქ ხდება გახარიას ახალი პოლიტიკური ძალის მოაზრებაც.
ამის ფიქრის საფუძველს მაძლევს პროგრამულ გამოსვლაში დაფიქსირებული მრავალი იდეოლოგიური თანხვედრა ზემოთ ჩამოთვლილ პოლიტიკურ ჯგუფებთან და არც ერთი საყვედურით ნათქვამი სიტყვა იმ გადაწყვეტილებებისადმი, რამაც შეურაცხყო და დააკნინა ქართული სახელმწიფო, საქართველოს კონსტიტუცია. სუვერენიტეტი დააკარგვინა ჩვენ სამშობლოს!
მეწყინა, მეტკინა, რამე თუ ბევრად მეტს მოველოდი და ძალიან მინდოდა, ჩემი გუშინდელი ნააზრევის შემრცხვენოდა….