ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო რამდენიმე სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ხანძარი იერუსალიმის შემოგარენში – ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო რამდენიმე სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. დამწვარია 300 ჰექტრამდე ტერიტორია.

ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო რამდენიმე სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ხანძარი იყო მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე არსებულ დასახლებებთანაც. ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 29 ეკიპაჟი და 10 ვერტმფრენი.

დროებით მოძრაობა შეიზღუდა მაგისტრალებზე, მათ შორის იერუსალიმისა და თელ-ავივის დამაკავშირებელ მთავარ გზაზე. რამდენიმე საათით გადაიდო სარკინიგზო რეისებიც.

ხანძრის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა ისრაელის მხარე ვარაუდობს, რომ ცეცხლი ხელოვნურად, წინასწარი განზრახვით გააჩინეს.

წყარო: newposts.ge