Air Manas ბიშკეკი-ბათუმი-ბიშკეკის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

ავიაკომპანია Air Manas ბიშკეკი-ბათუმი-ბიშკეკის მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს შეასრულებს – ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

Air Manas ბიშკეკი-ბათუმი-ბიშკეკის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

მათივე ინფორმაციით, ყირგიზეთის რესპუბლიკის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Manas ფრენები ბიშკეკი-ბათუმი-ბიშკეკის მიმართულებით 18 ივლისიდან დაიწყება.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანია მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელებას მიმდინარე წლის 1-ელი ნოემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით (კვირა) გეგმავს.

”საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას მრავალჯერადი ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 17 ივნისს მიენიჭა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებსა და განრიგებს” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: itv.ge