იმედი მაქვს, პარლამენტი კანონპროექტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს შეიტანს – დეგნანი

– “ვენეციის კომისია არის მაღალი ავტორიტეტის მქონე კომისია, რომელიც ძალიან სერიოზულად უდგება თავის საქმეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა გაუგზავნა „საარჩევნო კოდექსის” კანონპოექტი შესაფასებლად, შესაბამისად, ვენეციის კომისიიდან მოვიდა დასკვნა, რომ კანონპროექტში გასათვალისწინებელია გარკვეული ძირითადი ასპექტები” – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩიმა კელი დეგნანმა განაცხადა.

იმედი მაქვს, პარლამენტი კანონპროექტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს შეიტანს – დეგნანი

– “იმედი მაქვს, პარლამენტი გამოიყენებს დარჩენილ დროს და შეიტანს კანონპროექტში იმ ძირითად რეკომენდაციებს, რაც არის მოსული ვენეციის კომისიისგან, რათა საარჩევნო რეფორმა ეფექტურად განხორციელდეს და საქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს უფრო მეტი განცდა ნდობისა და არჩევნების შედეგებისა, როდესაც წავა არჩევნებზე” – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

წყარო: itv.ge