კათოლიკურმა ეკლესიამ შესაძლოა ჯო ბაიდენს ზიარების უფლება აღარ მისცეს

კათოლიკურმა ეკლესიამ შესაძლოა ჯო ბაიდენს ზიარების უფლება აღარ მისცეს.

კათოლიკურმა ეკლესიამ შესაძლოა ჯო ბაიდენს ზიარების უფლება აღარ მისცეს

მიზეზი შტატების პრეზიდენტის მხრიდან აბორტის მხარდაჭერაა. რამდენიმე დღის წინ ამერიკის კათოლიკე ეპისკოპოსების კონფერენციამ ყოველწლიურ ყრილობაზე მხარი დაუჭირა კათოლიკეების ზიარების საკითხების მარეგულირებელი ინიციატივის შემუშავებას, რომლის მიხედვითაც აბორტების მხარდამჭერი ამერიკელი პოლიტიკოსები, მათ შორის ჯო ბაიდენი ზიარებას ვერ შეძლებენ.

თავად ბაიდენმა კი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს პირადი საკითხია და არ ფიქრობს, რომ მას ზიარებას აუკრძალავენ.

წყარო: itv.ge