ვენეციის კომისიის კომენტარები სრულად ასახავს ჩვენს ხედვას საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ფაქტობრივად, სრულად ასახავს იმ პოზიციას, რომელიც ჩვენ გვქონდა საარჩევნო ცვლილებების განხილვის პროცესში“, – აცხადებს პარლამენტის წევრი, სალომე სამადაშვილი.

ვენეციის კომისიის კომენტარები სრულად ასახავს ჩვენს ხედვას საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით

მისივე თქმით, ამ რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, ახალ საარჩევნო კანონმდებლობას მხარს დაუჭერს.

„პირველ ჯერზე, ცვლილებებს მხარი დათქმით დავუჭირეთ. ველოდებოდით შემდგომ ცვლილებებს. ვენეციის კომისიის კომენტარები, შეიძლება ითქვას, რომ სრულად ასახავს ჩვენს ხედვას ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.