გერმანელ მაყურებელს მოეწონა ქართველების ანტი-ლგბტ აქცია, რომელიც რუსულმა RT-მ პირდაპირ ეთერში გადასცა!

“რაშა ტუდეის” გერმანულენოვანმა რედაქციამ პირდაპირი სტრიმი მოაწყო თბილისიდან, ლგბტ საწინააღმდეგო აქციიდან (ვიდეო იხ. კომენტარების შემდეგ). როგორც “იუტუბზე” გაკეთებული კომენტარები მოწმობს, გერმანელი მაყურებლის უმრავლესობას ეს აქცია მოეწონა!

გერმანელ მაყურებელს მოეწონა ქართველების ანტი-ლგბტ აქცია, რომელიც რუსულმა RT-მ პირდაპირ ეთერში გადასცა!

Es ist Zeit, dass die Mehrheit zeigt was normal ist. Schluß mit den Mainstreams und die korrupte Politiker! – “დროა, რომ უმრავლესობამ აჩვენოს, რა არის ნორმალური. უნდა დასრულდეს მეინსტრიმისა და კორუმპირებული პოლიტიკოსების დრო!”

endlich mal eine vernünftige demo – “ძლივს ვნახე აზრიანი დემონსტრაცია”…

SO, sollte es auf der ganzen Welt sein💞 – “ასე უნდა იყოს მთელ მსოფლიოში!”

Ganz normale Menschen mit ZWEI unterschiedlichen Geschlechtern. Einfach nur genial… 😊 Ich will raus, aus der Irrenanstalt BRD! 🤮- “აბსოლუტურად ნორმალური ადამიანები, ორი განსხვავებული სქესის წარმომადგენლები. უბრალოდ გენიალურია. მინდა წავიდე ამ საგიჟედ ქცეული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან!”

Einfach nur menschlich. Kann man sich in Buntland Germoneystan leider nicht vorstellen. Wie schön es sein muss dort zu leben. – “უბრალოდ, ადამიანურია. ამის წარმოდგენა აჭრელებულ “გერმანისტანში” სამწუხაროდ, წარმოუდგენელია. რა კარგია ალბათ, საქართველოში ცხოვრება…”

Das muss ein Glückliches Gesundes Volk sein.. Mir kommen fast die Tränen. Mit meinem Vierzig Jahren hier in Westeuropa habe ich nicht einmal gesehen, dass Jungs und Mädels so miteinander tanzen. Und noch dazu so rassig und gutaussehend. Der Westen ist komplett degeneriert.. – “ქართველები ბედნიერი, ჯანსაღი ხალხი ჩანს… პირდაპირ ცრემლები მადგება. ორმოცი წლის ვარ და აქ, დასავლეთ ევროპაში, ერთხელაც არ მინახავს, რომ ბიჭები და გოგოები ერთმანეთთან ასე ცეკვავდნენ. და თან ასეთი ჯიშიანები და კარგი გარეგნობისანები. დასავლეთი სრულიად დეგენერირებულია”…

ძირითადად, ასეთ კომენტარებს აკეთებენ გერმანელი მაყურებლები, რომლებიც საქართველოს შესახებ სიმართლეს ისევ რუსული მასმედიიდან იგებენ, თორემ გერმანულმა “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” თავის რეპორტაჟში პირდაპირ მიწასთან გაასწორა ქართველი “მოძალადეები”.

 

გერმანელ მაყურებელს მოეწონა ქართველების ანტი-ლგბტ აქცია, რომელიც რუსულმა RT-მ პირდაპირ ეთერში გადასცა!