ამერიკის საელჩომ ქართველი სკოლის დირექტორი სამსახურიდან გამოაგდებინა!

აშშ საელჩოს კრიტიკა დასჯადია. ისევე დასჯადია, როგორც გარყვნილთა აღლუმების წინააღმდეგ გამოსვლა და ამ აღლუმების აღკვეთა. ეს უკვე იწვნია 5 ივლისის აქციის მონაწილეების ერთმა ნაწილმა, რომელიც ახლა სასამართლოებს ელოდება. მაგრამ მუშტის მოქნევა რას მიქვია, ჩამყაყებულ “ფეისბუკში” დაწერილი ერთი წინადადებაც კმარა დასასჯელად – როგორც ეს გორის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორს, ზურაბ ქარელს გაუკეთეს!

ამერიკის საელჩომ ქართველი სკოლის დირექტორი სამსახურიდან გამოაგდებინა!

ზურაბ ქარელმა აშშ საელჩოსა და სხვა “დემოკრატიული” საელჩოების განცხადების ქვეშ კომენტარის სახით ცნობილი ქართული გამოთქმა – “ყველამ თავის ბოზ მამიდას მოუაროს”, დაწერა. ამის გამო იგი აიძულეს, რომ განცხადება დაეწერა და საჯარო სამსახური დაეტოვებინა! განათლების სამინისტრომ ეს გამოთქმა “უხამსად” ჩათვალა (გაუნათლებელ განათლების ჩინოვნიკებს რუსთაველი თუ გაუგიათ ნეტავ – “როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკვლევინე”?!…). არადა, ქართველმა კაცმა პროტესტი გამოხატა აშშ და ევროპული საელჩოების მხრიდან საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევისა და ლგბტ-გარყვნილების მხარდაჭერის გამო!

ბურთი და მოედანი  “ევროინტეგრაციის” მომხრე მოსყიდულ ჩინოვნიკებს დარჩათ. ასეთი გვარიც არსებულა საქართველოში – ტერმაკოზაშვილი და იგი გორის “რესურსცენტრის” ხელმძღვანელი ყოფილა, რომელსაც ადგილობრივი სკოლები უჭირავს “მუჭში”. ზურაბ ქარელის გადადგომის მოთხოვნას იგი “სტანდარტულად” აფასებს:

„ჩვეულებრივი, სტანდარტული განცხადებაა დაწერილი მინისტრის სახელზე და გადავგზავნეთ სამინისტროში. დღეს შემოიტანა განცხადება“, – უთხრა მან გახარებულ ლიბერასტურ „ბათუმელებს“.

ასევე ამ რესურსს ნანა ტერმაკოზაშვილმა განუცხადა, რომ აშშ-ის საელჩოს გვერდზე ქარელის მიერ დაწერილი კომენტარის სქრინები ნახა. ტერ-მაკოზაშვილი ამბობს, რომ კომენტარის შინაარსი მისთვის მიუღებელია.

„პირადად მე, როგორც მოქალაქე, ვფიქრობ, რომ არასწორია ეს კომენტარი, რადგან ევროინტეგრაცია არის სახელმწიფოს შეუქცევადი გზა. ვთვლი, რომ შეურაცხყოფის მიყენება საელჩოს გვერდზე არასწორია, ძალიან რბილად რომ ვთქვათ“.

აი ასე. არ გინდოდათ საბჭოთა კავშირი და მოგინდათ “ევროინტეგრაცია?!” – პირში წყალი ჩაიგუბეთ, უსმინეთ ტერ-მაკოზაშვილს და ფული შეუკრიბეთ დაჯარიმებულ პატრიოტ ქართველებს, რომლებიც გომელაურის პოლიციამ გამოამწყვდია და მურუსიძის სასამართლო ათასობით ლარის ჯარიმებს ადებს!