უძლიერესი ქვეყნის ელჩი, ფსკერზე დაცემული, საკუთარი ქვეყნის ავტორიტეტს ანადგურებს საქართველოში – დემურ გიორხელიძე

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დემურ გიორხელიძე, სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

უძლიერესი ქვეყნის ელჩი, ფსკერზე დაცემული, საკუთარი ქვეყნის ავტორიტეტს ანადგურებს საქართველოში - დემურ გიორხელიძე

როგორ იმცირებს აშშ-ს ელჩი საკუთარ თავს და როგორ შეურაცხყოფს იგი საკუთარ ქვეყანას – ამერიკის შეერთებულ შტატებს,
როცა პროვოკაციულად დაგეგმილი ღონისძიების წინ ვიღაც არარაობა-მკრეხელს, გაუზრდელ და გაუნათლებელ ახალგაზრდას ”სალომე ბარკერს” ხვდება, რომელიც პრეზერვატივჩამოცმული, შეურაცხყოფს ქრისტიანულ სიმბოლოს!
უდიდესი და უძლიერესი ქვეყნის ელჩი, ფსკერზე დაცემული, საკუთარი ქვეყნის ავტორიტეტს ანადგურებს საქართველოში, რომელი ქვეყანაც ქართველთა დიდ ნაწილს ძალიან უყვარს და პატივს სცემს!
ეს სამარცხვინო საქციელი ფარდას ხდის ყველას და ყველაფერს!
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატები შეურაცხყოფილია და დამცირებული მისი მთავარი ოფიციალური წარმომადგენელის მიერ!
ასეა!
გახრწნილი იდეოლოგია ანადგურებს ადამიანებს და
ისინი კონტროლს კარგავენ საკუთარ თავზე!