დღეიდან ამინდი საქართველოში უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო განახლებულ ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

დღეიდან ამინდი საქართველოში უარესდება

მონაცემების მიხედვით, დღეიდან, 21 ივლისის დღის ბოლოდან 24 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

 

“პრაიმტაიმი”