ძალიან კარგი ახალი ამბავი – რუსეთმა ამერიკის სტრატეგიული სამხედრო-საზღვაო ბატონობის დასრულება დაიწყო

რუსეთმა შეძლო და, რამდენიმე დღის წინ, ფაქტობრივად, სამხედრო-სტრატეგიული ვითარება შეცვალა მსოფლიოში – ამიერიდან, მსოფლიოში უძლიერესი ამერიკული სამხედრო-საზღვაო ფლოტი ვეღარ ჩაითვლება მსოფლიო ოკეანეების ერთპიროვნულ ბატონ-პატრონად. ამერიკელების სტრატეგიული უპირატესობა რუსებმა ერთ დღეში დაასრულეს. ამ უცაბედ სტრატეგიულ გადატრიალებას მრავალწლიანი შრომა და გარჯა უსწრებდა წინ.

ძალიან კარგი ახალი ამბავი - რუსეთმა ამერიკის სტრატეგიული სამხედრო-საზღვაო ბატონობის დასრულება დაიწყო

საუბარია ახალ რუსულ ზებგერით იარაღზე – საზღვაო ბაზირების რაკეტა “ცირკონზე” (“Циркон”), რომელიც რუსულმა სამხედრო ინდუსტრიამ რამდენიმე წლის წინ შექმნა, ახლა კი ამ რაკეტამ წარმატებული გამოცდა გაიარა. თეთრ ზღვაში მდგარმა ფრეგატმა “Адмирал Горшков”-მა ზებგერითი “ცირკონით” წარმატებული სროლა განახორციელა ბარენცის ზღვაში 350 კილომეტრის დაშორებით მდებარე სახმელეთო მიზნის მიმართულებით. რაკეტის ყველა ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებელი, ექსპერიმენტის შედეგად, დადასტურდა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს არ იყო პირველი ექსპერიმენტი, ამჟამად “ცირკონის” წინა გამოცდების შედეგები კიდევ ერთხელ დადასტურდა და რიგი პარამეტრები და მაჩვენებლები გაუმჯობესდა.

შეერთებული შტატების რეაქციამ არ დაახანა – ამერიკელები შეშფოთებას გამოხატავენ, პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის, ჯონ კირბის პირით. კირბიმ რუსულ იარაღს “პოტენციურად მადესტაბილიზებელი ფაქტორი” უწოდა, რითაც აღიარა ახალი რუსული ზებგერითი რაკეტის ეფექტურობა.

აშშ თავდაცვის უწყებაში გამართულ ბრიფინგზე კირბიმ აღნიშნა:

“ჩვენ ვიცით პრეზიდენტ პუტინის განცხადებები. არ დავიწყებ ამ განცხადებების დაწვრილებით განხილვას და ანალიზს, მაგრამ მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ახალი რუსული ზებგერითი სისტემები პოტენციურად მადესტაბილიზებელ ფაქტორს წარმოადგენს და შეიცავს შესამჩნევ საფრთხეს, რადგან ეს სისტემები ერგება ბირთვულ სისტემებს”.

რუსული (მანამდე – საბჭოთა) რაკეტების ტექნოლოგიური უპირატესობა აქამდეც ცნობილი იყო, სწორედ ეს რაკეტები აკავებდნენ ამერიკულ მტაცებლურ მადას მსოფლიოში, მათ შორის, რუსეთის მიმართ. მაშ რას წარმოადგენს ასეთს “ცირკონი”, რომ აშშ, თავისი სამხედრო უწყებით, შეშფოთებულია?

“ცირკონის” ტექნიკური მახასიათებლები ასეთია: სიჩქარე საათში 10 ათას კილომეტრს შეადგენს, რაც ბგერის სიჩქარეზე 9-ჯერ მეტია; რაკეტა დაფრინავს 30-40 კმ სიმაღლეზე და მიზანს წვდება დაახლოებით 1 ათას კილომეტრამდე მანძილზე; მისი საბრძოლო ქობინა 300-400 კილოგრამი შეიძლება, იყოს. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მთავარი მახასიათებლები კიდევ წინ გველის: “ცირკონი” ანტისაჰაერო და ანტიკოსმოსური სახმელეთო სისტემებისთვის მიუწვდომელია, ვინაიდან რაკეტა ასეულობით კილომეტრის მანძილზე მანევრირებადი და მართვადია – ეს პარამეტრი უკვე საკმარისია იმისათვის, რომ ამერიკამ თავი მშვიდად ვეღარ იგრძნოს (ევროპაზე ხომ ზედმეტია საუბარი). და, ალბათ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მომენტი – რუსულ რაკეტას შეუძლია, ნებისმიერი სახმელეთო და საზღვაო მიზანი გაანადგუროს, მათ შორის, გიგანტური ამერიკული ავიამზიდები.

ამერიკის სამხედრო ძლიერება, როგორც ცნობილია, პირველ რიგში ემყარება მისი სტრატეგიული სამხედრო ფლოტის ძალას, რომელიც  აღემატება კონკურენტების სამხედრო ფლოტების ძალებს. ამერიკული სამხედრო ავიაციაც, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ბრძოლის თვალსაზრისით, დიდწილად არის დამოკიდებული ფლოტზე – ავიამზიდ გემებზე. რუსეთმა სწორედ აშშ-ის ამ ყველაზე ძლიერ მხარეს დაუპირისპირა უნიკალური რაკეტა “ცირკონი”; ამიერიდან ამერიკულ (და მთლიანად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის) ფლოტს სტრატეგიული პრობლემა უჩნდება, ვინაიდან რუსული რაკეტები მათ საზღვაო უპირატესობას ეფექტურად აბალანსებენ. რუსეთს აღარ სჭირდება, ამერიკას გაუჩაღოს საეჭვო პერსპექტივების მქონე შეჯიბრი ახალი სამხედრო ფლოტის მშენებლობაში, რომელიც გიგანტური თანხები დაჯდებოდა. რაკეტები ბევრად უფრო იაფია და თან არანაკლებ ეფექტური. სწორედ ეს დამტკიცდა ბარენცის ზღვაში და ეს იწვევს აშშ-ის სამხედროების გულწრფელ შეშფოთებას – მით უმეტეს, რომ თავად ამერიკელები, ზებგერითი სარაკეტო ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით, ჩამორჩებიან როგორც რუსეთს, ისე ჩინეთს (ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა Military Watch-მა აშშ კონგრესის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა).

ეს, დიახაც რომ კარგი ამბავია, რადგან ლგბტ-ების მხარდამჭერი მთავარი ფსევდოდემოკრატია არ გრძნობდეს თავს პოტენციურად დაუსჯელად. რუსეთის სიყვარული-არსიყვარული აქ არაფერ შუაშია. მსოფლიოს, მათ შორის კი საქართველოსაც, სჭირდება ბალანსი ვაშინგტონის წინააღმდეგ, რათა ვაშინგტონს ნაკლებად ეცალოს ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევისათვის, ლგბტ მხარდაჭერისა და სხვა მავნებლობებისთვის.

აქვე გთავაზობთ ოფიციალურ ვიდეოს, როგორ მოხდა “ცირკონის” საცდელი გასროლა თეთრი ზღვიდან ბარენცის ზღვის მიმართულებით:

 

გულბაათ რცხილაძე