კაპიტალიზმის იარაღი რუსეთის წინააღმდეგ ოდესღაც ჰიტლერული ფაშიზმი იყო, ახლა – ლგბტ-ა!

მედიის რეკლამის გარეშე ლგბტ-ე ჩვეულებრივი, თანაც დასაცინი არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება და მეტი არაფერი. რეკლამირებული – სხვაა, ანგარიშგასაწევი ძალაა.

კაპიტალიზმის იარაღი რუსეთის წინააღმდეგ ოდესღაც ჰიტლერული ფაშიზმი იყო, ახლა - ლგბტ-ა!

დიახ! ძალა, თანაც პოლიტიკური, რომელიც დღეს თუ არა ხვალ, როდესაც მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს, ხელისუფლების სათავეში მოსვლის — თემასაც წამოსწევს წინა პლანზე. დღესაც შეინიშნება მათი აქტიურობა ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში — განსაკუთრებით აშშ-ი, მის მოკავშირე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. ამ ქვეყნების ხალხები, ერთ დროს ანტი-ლგბტ-ურად განწყობილები, შეეგუვნენ ვითარებას. რომ იტყვიან, ძალა აღმართს ხნავსო – ლოგიკიდან გამომდინარე.

გაკვირვებას აღარ იწვევს ერთმანეთზე დაქორწინებული მამაკაცი მინისტრები ან ქალბატონები. არც იმით ღიზიანდებიან, როდესაც ასეთ „ოჯახებს“ ბავშვები აჰყავთ აღსაზრდელად. ქირურგიული ოპერაციებით სქესის შეცვლა ხომ ჩვეულებრივ რამედ ითვლება, თანაც 13-14 წლის თინეიჯერებში.

თითზე ჩამოსათვლელი წლები გავიდა ლგბტ-ს წინააღმდეგ მილიონი პარიზელის პროტესტის შემდეგ, თუმცა უშედეგოდ. ხელისუფლებამ შეასრულა ჰეგემონის „რეკომენდაცია“ და ყური არ ათხოვა მილიონ პარიზელს.

მილიონი ქუჩაში გამოვიდა, თორემ სახლში დარჩენილებიც ხომ ლგბტ-ს წინააღმდეგნი იყვნენ?!

მასობრივმა ლგტბ-ობამ დათრგუნა ფრანგებიც და არა მარტო ისინი. ნახეთ, როგორ შეუტიეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნგრეთის და პოლონეთის ხელისუფლებას ლგბტ-ს წინააღმდეგ კანონის მიღებისთვის — ასეთი ჩვენს კავშირში არ უნდა იყოსო!

პრეზიდენტად გახდომამდე ბაიდენი დაბეჯითებით უჭერდა მხარს ლგბტ-ს. გაპრეზიდენტების შემდეგ ისეთი ნაბიჯები გადადგა ლამის ჯარიც პედერასტთა სავანედ აქცია. როგორც ჩანს, კაპიტალიზმმა ახალ გამოსავალს მიაგნო ლგბტ-ს სახით, ისე, როგორც გასული საუკუნის 30-იან წლებში გერმანულ ფაშიზმს. მაშინ ხომ მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდებოდა ფაშიზმის მხარდაჭერა?!

მთელი მსოფლიოს კაპიტალმა, განსაკუთრებით ამერიკულმა, გამოკვება ჰიტლერი, მისი ხროვა და მიუსია კაპიტალიზმის მეტოქე პირველ სოციალისტურ ქვეყანას — საბჭოთა კავშირს. არის რაღაც საერთო მაშინდელ მხარდაჭერასა და დღევანდელში. ისე, როგორც მაშინ, დღესაც დაირაზმნენ ამერიკა-ევროპა ანტი-ლგბტ-ურად განწყობილი რუსეთის წინააღმდეგ.

რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც აცხადებს, რომ ოჯახი მამაკაცის და ქალის ერთობაა და არა კაცის და კაცის ან ქალის და ქალის. რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მიიჩნევს, რომ ლგბტ-ს მედიაში რეკლამირება და პროპაგანდა მიუღებელია, თუმცა მას არ უთქვამს, რომ სხვა ორიენტაციის ადამიანები ამ ორიენტაციის გამო უნდა დაისაჯონ. რაც უნდათ და როგორც უნდათ, ისე იცხოვრონ, მხოლოდ გეი-პარადებისა და პროპაგანდის გარეშეო — იყო პუტინის ნათქვამი.

როგორ გაბედა პუტინმა ამის თქმაო — აღშფოთდა დასავლეთი და ჩვენც აღვშფოთდით, მასზე მიწეპებული ქვეყანა. ა.წ. ივლისში განვითარებული მოვლენების შემდეგ თუ ვინმეს ლანძღავს ქართული მედია, არასამთავრობო სექტორი, ლგბტ-ლები, პოლიტიკოსები უპირველესად ხელისუფლებაა, მაგრამ არანაკლებად, თუ მეტად არა – რუსეთი და მისი პრეზიდენტი პუტინი.

5 ივლისის დარბევაში ხომ პირდაპირ რუსულ ხელს ხედავენ არა მარტო ქართველი პოლიტიკოსები, არამედ საქართველოში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატებიც. დავაზუსტებ, ამ უკანასკნელთა დაკვეთით ბღავის საქართველოს პოლიტიკა და უფრო თავგანწირვით იბღავლებს დიდი ფულის მოლოდინში.

რუსული „რბილი ძალის“ წინააღმდეგ საბრძოლველად აშშ-ა ხომ ათეულობით მილიონი დოლარი გამოუყო საქართველოს? ამ „ნდობას“ გამართლება სჭირდება, მაგალითად გეი-პარადის ჩატარების სახით, ლგბტ-ს დროშებით ქალქის იერსახის გაკეთილშობილების, მედიაში პროპაგანდის, განსაკუთრებით პუტინის ლანძღვის სახით.

ლგბტ-ე იმ სახით, რა სახითაც წარმოგვიდგა — ახალი მოვლენაა, თან არა მარტო ერთნაირსქესიანთა ერთმანეთთან ლტოლვის სურვილით გაჯერებული. ეს პოლიტიკური მოვლენაა და მას სხვაგვარი, სიღრმისეული აღქმა ესაჭიროება. არა ისეთი, ჩვენებური პედერასტიას რომ ვერ სცდება.

ლგბტ-ობა უსერიოზულესი მოვლენაა და რომ ეს ასეა, ლონდონის უემბლის სტადიონმაც გაგვახსენა, როდესაც ფეხბურთში ფინალური მატჩის დაწყებამდე ბურთი, ლგბტ-ს დროშის ფერად შეღებილმა სათამაშო ავტომანქანის მსგავსმა მიიტანა მოედნის შუა ხაზამდე. ჩემპიონატის ორგანიზატორებმა, „უეფამ“ კოჭი გაუგორეს ლგბტ-ს, რითაც მთელი მსოფლიოს ფეხბურთის მოყვარულებს დაანახეს ამ ორგანიზაციისადმი მხარდაჭერა, ამ ორგანიზაციის ძლიერება და ყოვლისშემძლეობა. და როდესაც ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე, სხვაგვარმა აღქმამ უნდა იჩინოს თავი, უპირველესად პოლიტიკაში, უპირველესად ხელისუფლებაში. აი, აქ დავსვათ კითხვა — აქვს კი უნარი დღევანდელ ქართულ პოლიტიკას ან ხელისუფლებას ვითარების შესაბამისი დასკვნების გაკეთების?

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი

(წინამდებარე წერილი წარმოადგენს ნაწყვეტს ჰ. ჭიპაშვილის სტატიიდან “ცემა-ტყეპით პრობლემა არ მოგვარდება”)