რუსული დიპლომატიის წარმატება გრძელდება: ვაშინგტონი თავისსავე მოკავშირე თურქეთს რუსეთის გამო სანქციებით ემუქრება

აშშ თურქეთს დამატებით სანქციებს დაუწესებს, თუ ანკარა რუსეთისგან სამხედრო ტექნიკის შეძენას განაგრძობს. ამის შესახებ სენატში გამართულ მოსმენაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა.

რუსული დიპლომატიის წარმატება გრძელდება: ვაშინგტონი თავისსავე მოკავშირე თურქეთს რუსეთის გამო სანქციებით ემუქრება

„ჩვენ კვლავ ვეწინააღმდეგებით თურქეთის მიერ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400 შეძენას. მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ რუსეთისგან შეიარაღების ახალი შეძენა დამატებით სანქციებს გამოიწვევს“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

28 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თურქეთსა და სხვა მოკავშირეებს მოუწოდა, რუსეთისგან შეიარაღების შეძენაზე უარი თქვან.

12 თებერვალს, თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ ოფიციალური ანკარა რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის შეძენის საკითხში უკან არ დაიხევს.

2020 წლის 14 დეკემბერს, რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის შეძენის გამო, აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა. აშშ-მა სანქციები დაუწესა თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის სამმართველოსა და მის ხელმძღვანელს, ისმაილ დემირს.

 

“imedinews”