ცოლ-ქმრული ურთიერთობის აკრძალვა პატიმრისთვის ერთი წლით უთანაბრდება თუ არა წამებას? – ადვოკატის კითხვა მინისტრს

ადვოკატი, ნათია ჩხეტიანი, სოციალური ქსელით, იუსტიციის მინისტრს მიმართავს:

ცოლ-ქმრული ურთიერთობის აკრძალვა პატიმრისთვის ერთი წლით უთანაბრდება თუ არა წამებას? – ადვოკატის კითხვა მინისტრს

“დაუყოვნებლივ აღუდგინეთ პატიმრებს კუთვნილი უფლებები და მოახდინეთ 11 თვის მანძილზე ჩამორთმეული უფლებების კომპენსირება, დანიშნული სასჯელის ¼ -ის პირობითი მსაჯვრით შეცვლით.

დაცვის უფლების შეზღუდვაზე,რომ აღარ განვმეორდე და გვერდზე გადავდო საყოველთაოდ აღიარებული და გარანტირებული უფლება, ცოლ-ქმრული ურთიერთობის აკრძალვა პატიმრისთვის ერთი წლის განმავლობაში უთანაბრდება თუ არა წამებას, ამას სამართლებრივ ჭრილში გაეცემა პასუხი აუცილებლად.

დანაშაულს ჩადის საქართველოს ხელისფულება, 9000 პატიმრის და მათი მეუღლეების წინაშე. დაიწყო ოჯხების ნგრევა, რაც პატიმრებს მორალურად ანადგურებს, ის გამოსწორებული კი არა გაბოროტებული დაუბრუნდება საზოგადოებას და პასუხს მოსთხოვს ამ მომაკვდინებელი სიჩუმისთვის.

არ არსებობს თერაპიული დასაბუთება ფიზიკური შეზღუდვის საშუალებათა ხანგრძლივი გამოყენებისათვის. ის უნდა იყოს კანონიერი, აუცილებელი და პროპორციული. პატიმრის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების შეზღუდვა თუ მკაცრად აუცილებელი არ იყო პატიმრობაში მყოფი პირის ქცევის გამო, პრინციპულად გააჩენს კითხვას: ხომ არ გვაქვს საქმე არასათანადო მოპყრობასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მნიშვნელობით? ევროპული ციხის წესებიც აშკარად აღნიშნავს, რომ ძალის ან იძულებითი შეზღუდვის საშუალებათა გამოყენება შესაძლებელია გამართლდეს მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში (როგორიცაა თავდაცვა, გაქცევის მცდელობა, აქტიური თუ პასიური ფიზიკური წინააღმდეგობა კანონის ან რეგულაციის საფუძველზე გაცემული ბრძანების მიმართ).

ევროპაში ციხეები პერიოდულად იცვლება პატიმართა უფლებებზე ცნობიერების ზრდის საპასუხოდაც. მათი დაცვა არასათანადო მოპყრობისაგან ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელოვანი ასპექტია. დღესდღეობით ევროპული სტანდარტების დადგენა უეჭველად წამყვანი საკითხია მსოფლიოში.

აბსოლუტურია პირის უფლება, არ დაექვემდებაროს წამებას და არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას თუ დასჯას. ეს მიდგომა ასახულია ევროპულ დონეზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანახმად, ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი „მოიცავს დემოკრატიული საზოგადოებების ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას, რომელსაც ეფუძნება ევროპის საბჭო“. ამ მუხლის ტექსტი მოკლეა. წამების და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ პატიმრის უდანაშაულოდ დასჯის აკრძალვა გამორიცხავს გამონაკლისებს.

ცოლქმრული ურთიერთობის აკრძალვა პატიმრისთვის უდავოდ უახლოვდება სისასტიკის მინიმალურ ზღვარს მაინც, უცილობლად მოიცავს სუბიექტური მსჯელობის ელემენტებს დ ა გარდაუვალად მოექცევა მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების ფარგლებში.”