ვაშინგტონმა კიევს უბრძანა: “მოკეტეთ!” – რუსული გაზსადენი გერმანიასთან აუცილებლად მალე ამუშავდება

აშშ-მა და გერმანიამ რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სთრით ჯოურნალი“ აქვეყნებს.

ვაშინგტონმა კიევს უბრძანა: "მოკეტეთ!" - რუსული გაზსადენი გერმანიასთან აუცილებლად მალე ამუშავდება

გამოცემის ცნობით, შეთანხმებით, რომელიც მალე გამოცხადდება, შესაძლებელი გახდება „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაყვანის დასრულება.

„უოლ სთრით ჯოურნალის“ ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია ფაქტობრივად უარს იტყვის რუსულ გაზსადენთან დაკავშირებით ხისტ პოზიციაზე, ხოლო გერმანია დათანხმდება, დაეხმაროს უკრაინას ენერგეტიკულ პროექტებსა და დიპლომატიაში. როგორც მედია წერს, აშშ-სა და გერმანიის შეთანხმება ითვალისწინებს გაზსადენის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს. თუმცა რა შეიძლება, მიჩნეულ იქნას “უკრაინის წინააღმდეგ” გაზსადენის გამოყენებას, გაურკვეველია. შესაბამისად, უკრაინის სატრანზიტო როლის დაქვეითებას ამ ქვეყნის გეოპოლიტიკური გაუფასურებაც მოჰყვება.

ამასთან ერთად, გამოცემა „პოლიტიკო“ იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკრაინელ კოლეგებს მოუწოდა, რუსულ გაზსადენთან დაკავშირებით აშშ-სა და გერმანიის მომავალი შეთანხმების კრიტიკისაგან თავი შეიკავონ.

შეგახსენებთ, უკრაინა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ გამოდის. კიევში მიიჩნევენ, რომ ამ გაზსადენს რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენებს. ანალოგიური პოზიცია აქვთ ბალტიისპირეთის ქვეყნებს და პოლონეთს.