გავრცელებული ინფორმაციით, ბაკიხანოვს გარდაცვალებამდე დაპირისპირება ჰქონდა!

თბილისში აზერბაიჯანის მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტი ავგან მუხთარლი სოციალურ ქსელში რამდენიმე ვერსიაზე წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაკიხანოვს გარდაცვალებამდე დაპირისპირება ჰქონდა!

მის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 34 წლის ხუსეინ ​ბაკიხანოვი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს, თუმცა მუხთარლმა მოგვიანებით ასევე დაწერა, რომ ბაკიკხანოვი შენობის სახურავიდან გადმოაგდეს.

ფაქტთან დაკავშირებით “პრაიმტაიმისთვის“ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი. შემთხვევის დღეს ბაკიკხანოვი სასტუმრო „სტამბაში“ გასაუბრებაზე იყო მისული, სადაც მუშაობის დაწყება სურდა. იმავე დღეს ის სასტუმროს სახურავზე ავიდა და სავარაუდოდ, შენობიდან გადმოხტა. ფაქტს რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს, მათ შორის სასტუმროს თანამშრომლები. შემთხვევა სასტუმრო „სტამბაში“ 14 ივლისს მომხდარა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაკიხანოვს გარდაცვალებამდე დაპირისპირება ჰქონდა ასევე აზერბაიჯანელ მამაკაცთან, რომელთან ერთადაც თბილისში ტურისტულ ზონაში მუშაობდა.

შსს თქმით 14 ივლისს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს.

წყარო: ptn.ge