გურამ თუშიშვილი ოლიმპიადის ფინალში დამარცხდა

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირის ბოლოსწინა დღეს მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიგო.

გურამ თუშიშვილი ოლიმპიადის ფინალში დამარცხდა

ფინალში ქართველი ჩეხ კრპალეკს შეხვდა, რომელმაც ქართველი შებოჭვით დაამარცხა.

გურამმა (+100 კგ წონითი კატეგორია) საქართველოს ტოკიოს ოლიმპიადაზე მეოთხე მედალი მოუპოვა. უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე ერთი ოქროსა და სამი ვერცხლის მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაურია, ვერცხლის მედლები კი გურამ თუშიშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.

ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 35 სპორტსმენით ასპარეზობს სპორტის 11 სახეობაში. ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართება. იმ სპორტსმენების სრული სია, ვინც საქართველოს ტოკიოს ოლიმპიადაზე წარადგენს, იხილეთ ამ ბმულზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (და არა ბიძინა ივანაშვილის ბიუჯეტიდან) ერთ მილიონ ლარს მიიღებს.

 

“იმედინიუსი”