ისრაელელი ვიზიტორებისთვის საქართველო „წითელ ზონად” გამოცხადდა –

ისრაელის მოქალაქეებს 30 ივლისიდან საქართველოში გამგზავრება, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ეკრძალებათ, ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.

ისრაელელი ვიზიტორებისთვის საქართველო „წითელ ზონად" გამოცხადდა -

30 ივლისიდან ისრაელმა საქართველო იმ ქვეყნების წითელ სიაში შეიყვანა, სადაც მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ისრაელს ვირუსის გავრცელების მხრივ სიაში შეყვანილი უკვე ჰყავდა ქვეყნები: არაბთა გაერთიანებული საამიროები, სეიშელი, ეკვადორი, ეთიოპია, ბოლივია, გვატემალა, ჰონდურასი, ზიმბაბვე, ზამბია, ნამიბია, პარაგვაი, ჩილე, კოლუმბია, კოსტა რიკა და ტუნისი. 23 ივლისიდან სიას კიდევ რამდენიმე ქვეყანა დაემატა, ესენია: გაერთიანებული სამეფო, კვიპროსი, თურქეთი, საქართველო, უგანდა, მიანმარი, ფიჯი, პანამა, კამბოჯა, კენია და ლიბერია.

როგორც ისრაელის სალჩოში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილების გადახედვა ყოველკვირეულად მოხდება და საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების შემთხვევაში შეზღუდვები, შესაძლოა, შემცირდეს ან მოიხსნას.

ისრაელის ავიაკომპანიებმა საქართველოს მიმართულებით ფრენები უკვე შეაჩერეს. კომპანიების მხრიდან აგვისტოში დანიშნული ფრენების უმეტესობა უკვე გაუქმებულია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ივნისში საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით ისრაელი მეორე ადგილზე იყო, თურქეთის შემდეგ

 

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.712-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 416.338-ს მიაღწია.

ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა დაიწყო. მათი თქმით, ყველა მაჩვენებელი გაუარესებულია.

ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა მძვინვარებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერ კიდევ პიკი არ არის, ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი უკვე იმაზე მეტია, ვიდრე ეს მესამე ტალღის პიკის დროს იყო. სპეციალისტების აზრით, ასეთი ზრდა კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელებამ გამოიწვია. ამჟამად საქართველოში გვხვდება ინდური შტამი, ბრიტანული და დელტა–პლუსი. სპეციალისტების ვარაუდით, აგვისტოში ბრიტანულ შტამს მთლიანად ინდური შტამი ჩაანაცვლებს.

 

“სპუტნიკი”