ხალხო, ამ არანორმალურს როგორ შეიძლება, მხარს უჭერდე?!- დავით მარდალეიშვილი

დორბლიანის გამოსვლა მოვისმინე, დილით:
ნუ, თავიდან, ბიძინას ლანძღვით იჯერა გული და მერე დააანონსა: აგვისტოში, ბიძინა აპირებს დახუროს ყველა ოპოზიციური ტელევიზია.

ხალხო, ამ არანორმალურს როგორ შეიძლება, მხარს უჭერდე?!- დავით მარდალეიშვილი

აგვისტოში იმიტომ, რომ ხალხი შვებულებაში იქნებაო. სექტემბერში, კოვიდის მიზეზით, დაიწყებს შეზღუდვებსო – კოვიდი ხომ მისი პროექტია?! შარშან, ზაფხულში, რუსი ტურისტები ჩამოიყვანა და მათ გაავრცელებინაო…
აბა, ახლა, დაფიქრდით და მითხარით: ამ ადამიანის შეიძლება ვინმეს სჯეროდეს?! ან მეგობარ ფსიქოთერაპევტებს ვთხოვ, მიპასუხონ – ეს ადამიანი ფსიქიურად ჯანმრთელია?! თუ მეტყვით, რომ ჯანმრთელია, მაშინ ერთ შეკითხვასაც დავუმატებ: მე თვითონ, ვარ თუ არა, ჯანმრთელი?!
ანუ, მისი ლოგიკით… რაის ლოგიკით?! მისი ნათქვამით: ბიძინა მოუთმენლად ელოდა ზაფხულს, რომ ხალხი შვებულებაში წასულიყო და ტელევიზიები დაეხურა. გიჟდებოდა თუკი ვინმე ზამთარში გავიდოდა შვებულებაში, მაგრამ არც ისე ბევრი, როგორც აღმოჩნდა. ახლა, აგერ, მინი-მარკეტ “მარინას” დამლაგებელია გასასვლელი და ეგეც გადის 2 აგვისტოდან.
ამას რომ მოაგვარებს, მერე გამოაცხადებს, კოვიდი გაძლიერდა, ხალხო და ვისაც ეზოში გაქვთ ტუალეტი, სასწრაფოდ, სახლში შეიტანეთო. თან, ის რუსი ტურისტები, ვისაც, შარშან, კოვიდი გაავრცელებინა, წელსაც ჩამოჰყავს, რომ გააძლიერებინოს კოვიდი, ანდა, საერთოდ, გადამრთველს დაუყენებენ, საძინებელში და სურვილისამებრ, გააკონტროლებს კოვიდის გავრცელების ამპლიტუდას.
ხალხო, ამ არანორმალურს როგორ შეიძლება, მხარს უჭერდე?! მხარს უჭერდე კი არა, მოგწონდეს; მოგწონდეს კი არა, გიყვარდეს; გიყვარდეს კი არა, მზად იყო, მისი გულისთვის აწყენინო უახლოეს ადამიანებს, დაკარგო სახე, სინდისი, სირცხვილი და ამ ბეღურის ჩოილარის ჩამოსვლა გესიზმრებოდეს.
გერმანელები, ამხელა ისტორიის ერი, გააბრიყვა ერთმა (“იმენნა” ერთმა) პროვოკატორმა, ამიტომ ძალიანაც არ განვიცდი ჩვენს ამბავს, მაგრამ არ გეკადრებათ რა, უბრალოდ. განსაკუთრებით განათლებულ და რაღაც დონეზე, ინტელექტის მქონე ადამიანებს. თანაც, მთავარია, რომ იმ პროვოკატორის ულვაშის ღერად არ ღირს ეს კრეტინი.

დავით მარდალეიშვილი (იურისტი); სოციალური ქსელი