“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში დარჩება – ზაალ უდუმაშვილი

– “მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დარჩება პარლამენტში და ამას მარტივი ახსნა აქვს. ჩვენ არ უნდა მივცეთ “ქართულ ოცნებას” საშუალება, რომ ჩააგდოს მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ემსახურება ამ ქვეყნის მომავალ განვითარებას” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში დარჩება - ზაალ უდუმაშვილი

– “ნიკა მელიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დატოვოს პარლამენტი. ის უკვე მთლიანად გადაეშვება იმ ბრძოლაში, რომელსაც ჰქვია რეჟიმის დამარცხება. რა თქმა უნდა, ჩვენც, ყველა აბოლუტურად ვიქნებით წარმოდგენილი ბრძოლაში. პარლამენტში ყოფნა-არყოფნის საკითხს რაც შეეხება, ეს იყო გუშინ განხილვის თემა. ბევრი აზრთა სხვადასხვაობა იყო,მაგრამ საბოლოო ჯამში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დარჩება პარლამენტში და ამას მარტივი ახსნა აქვს.

ჩვენ არ უნდა მივცეთ “ქართულ ოცნებას” იმის საშუალება, რომ ჩააგდოს ძალიან მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ემსახურება ამ ქვეყნის მომავალ განვითარებას და ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას. ეს საკონსტიტუციო ცვლილებები მნიშვნელოვანია როგორც ოპოზიციისთვია, განსაკუთრებით მცირე პარტიებისთვის, რომელიც ეხება ბარიერის საკითხს და ბუნებრივია, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას, რომ ეს საკონსტიტუიო ცვლილებები იქნას მიღებული” – აცხადებს უდუმაშვილი.

წყარო: itv.ge