ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობაში უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა ეჭვმიტანილი

ჰაიტის პრეზიდენტის ჟოვენელ მოიზის მკვლელობაში ქვეყნის უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ვენდელე კოკ ტელოტია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობაში უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა ეჭვმიტანილი

ყოფილ მოსამართლეს დაუსწრებლად ბრალი უკვე წარედგინა. გამოძიების მტკიცებით, ვენდელე კოკ ტელოტი შეხვდა კოლუმბიელ დაქირავებულ მკვლელებს, რომლებიც პრეზიდენტზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ. ვენდელე კოკ ტელოტის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.

ჟოვენელ მოიზის მკვლელობის საქმეზე მომუშავე გამომძიებლებისა და მოსამართლეების მისამართით რეგულარული ანონიმური მუქარები ხორციელდება, არაერთი მათგანი კონსპირაციულ მისამართებზე ცხოვრობს.

მანამდე პრეზიდენტის ქვრივმა, მარტინა მოიზმა განაცხადა, რომ მისი მეუღლის მკვლელობა მხოლოდ ოლიგარქებს შეეძლოთ.

7 ივლისს ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი სასიკვდილოდ დაჭრეს. პრეზიდენტს საკუთარ რეზიდენციაში შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. ჰაიტის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, კლოდ ჟოზეფმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

ჰაიტის პოლიციის ინფორმაციით, პრეზიდენტის მკვლელობაში კოლუმბიის 26 მოქალაქისა და აშშ-ის 2 მოქალაქისგან შემდგარი (წარმოშობით ჰაიტელი აშშ-ის ორი მოქალაქისგან) შედგებოდა.

 

“იმედინიუსი”