რა მოხდა N6 ავტობუსში?

თბილისში  N6 ავტობუსში მგზავრსა და კონტროლიორს შორის დაპირისპირება მოხდა.

რა მოხდა N6 ავტობუსში?

 

როგორც თვითმხილველი „დაიჯესტს“ უყვება, რომ მოქალაქეს რომელსაც პირბადე არ ეკეთა, კონტროლიორმა მითითება მისცა, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია.

თვითმხილველი ჰყვება, რომ ქალს რომელსაც ნიღბის გაკეთება არ უნდოდა, არაც სპეციალური დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოუდგენია, რომლის მიხედვითაც მას დახურულ სივრცეში ნიღბის გარეშე შეეძლებოდა ყოფნა. ამიტომ ავტობუსი ადგილიდან არ დაიძრა.

„ავტობუსში ვიყავით, ქალი ამოვიდა პირბადის გარეშე, კონტროლიორმა მას მითითება მისცა და სთხოვა პირბადე გაეკეთებინა, რაზედაც ის ძალიან გაღიზიანდა და კატეგორიული უარი განაცხადა. ავტობუსის არ დაიძრა იყო ორი გზა ამან უნდა დაეტოვებინა ტრანსპორტი ან უნდა გაეკეთებინა პირბადე. კონტროლიორთან ერთან მგზავრებმაც სთხოვეს პირბადის გაკეთება, რაზედაც მგზავრი კიდევ უფრო აგრესიული გახდა და ავტობუსის თანამშრომელს სახეში ჩანთიანი ხელი ჩაარტყა.ამის შემდეგ ის იძულებით ჩაიყვანეს ავტობუსიდან“, – გვიყვება ავტობუსის მგზავრი.

 

“რეზონანსი”