„ბავშვი სადაა?!“ – ვალერი მელაძე სახალისო ოჯახურ ვიდეოს აქვეყნებს

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვალერი მელაძე სახალისო ოჯახურ ვიდეოს აქვეყნებს ახლად გამომცხვარი მშობლების ცხოვრებიდან.

„ბავშვი სადაა?!“ – ვალერი მელაძე სახალისო ოჯახურ ვიდეოს აქვეყნებს

ვალერი მელაძემ და ალბინა ჯანაბაევამ ვიდეოს ახალი სერია გადაიღეს ჰეშტეგით #заметкиродаков.

მელაძემ ვიდეო საკუთარ Instagram-ზე გამოაქვეყნა წარწერით „ბედნიერია ის, ვინც სახლშია ბედნიერი“.

ვიდეოზე აღბეჭდილია, როგორ ემზადება ცოლ-ქმარი პიკნიკზე წასასვლელად. ვალერი მელაძე მანქანის საჭესთან ზის, ალბინაც ჯდება მანქანაში და ერთად იწყებენ გახსენებას, აიღეს თუ არა ყველაფერი, რაც სჭირდებათ: ბავშვის პამპერსები, საფენები, კოღოს საწინააღმდეგო საშუალებები.

ამ დროს ალბინა კითხულობს – „ბავშვის სავარძელი ჩადგი?“

მშობლები უკან იხედებიან, რათა შეამოწმონ, როგორ ზის ბავშვი, მაგრამ ის იქ საერთოდ არ არის.

წყვილი დაფეთებული ხტება მანქანიდან და გარბის. საით და რისთვის — ეს ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ.