“გმადლობ, ოდესავ! გმადლობ, რუსეთო!” – სკანდალი უკრაინაში (ვიდეო)

სასაცილო კონფუზი მოხდა ქალაქ ოდესაში, რომელიც უკრაინას ეკუთვნის. ცნობილი ბრიტანელ-ამერიკელი ჟურნალისტი ტერი გილიამი ოდესაში იყო მოწვეული, სადაც რაღაც ჯილდო გადასცეს. მადლობა გულითადი იყო: “Thank you Russia, thank you Odessa!” – “გმადლობ, რუსეთო! გმადლობ, ოდესავ!” – აქტიური ჟესტიკულაციის თანხლებით, გულწრფელი მადლობა გადაიხადა ბრიტანელმა.

ღონისძიების წამყვანმა ქალბატონმა თვალები “დაყვლიპა” და შეუსწორა გილიამს – უკრაინაში ხარო. რეჟისორმა კი, შეცდომის გამოსწორების ნაცვლად, უკრაინულ ცეცხლზე რუსული ნავთი დაასხა: “ჩემი პრობლემაა, რომ რუსებმა დამაბნიეს!” – თქვა მან და ხელებით დარბაზზე მიანიშნა.

შეშინებული წამყვანი სულ გადაირია და დაიჩხავლა: “არა, ეს უკრაინაა, სლავა უკრაინე!”… ამას ტერი გილიამის გაურკვეველი ჟესტები მოჰყვა. მთლიანობაში, ძალიან კომიკური ვითარება შეიქმნა.

სოციალურ ქსელებში რუსი მოქალაქეები ერთობიან და წერენ, რომ ბრიტანეთშიც კი იციან, რომ უკრაინელები არ არსებობენ.

აღსანიშნავია, რომ ტერი გილიამი, თავის დროზე, ლოს ანჯელესში (აშშ), კოლეჯში, პოლიტოლოგიას სწავლობდა.

"გმადლობ, ოდესავ! გმადლობ, რუსეთო!" - სკანდალი უკრაინაში (ვიდეო)