უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი რუსეთის მიერ “ოკუპირებულ” ყირიმში ბინას ფლობს და გადასახადს იხდის

რუსეთის კუთვნილი ყირიმის რეგიონის მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მადლობა შეუთვალა საბინაო გადასახადების სამაგალითოდ კარგი გადახდისათვის.
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი რუსეთის მიერ "ოკუპირებულ" ყირიმში ბინას ფლობს და გადასახადს იხდის
“ყოჩაღ. თვეში ექვსი ათასი რუბლი. მადლობა მას. იგი ჩვენთვის სამაგალითოა. შეხედეთ, ადამიანი არც ჩამოდის, არ ცხოვრობს, მაგრამ გადასახადს იხდის” – განაცხადა აქსიონოვმა რუსეთის ტელევიზიის ეთერში.

უკრაინის პრეზიდენტის მეუღლემ ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე, ლივადიის დასახლებაში, ბინა შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაცია 2019 წელს გავრცელდა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ირწმუნება, რომ უძრავი ქონება ჯერ კიდევ 2013 წელს არის შეძენილი, ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნებამდე (2014 წლის მარტი).

გასულ წელს სერგეი აქსიონოვმა ზელენსკი მოიწვია ყირიმის ნახევარკუნძულზე.