აფეთქება ყაზახეთში – არის მსხვერპლი

ყაზახეთის ჟამბილის ოლქში მდებარე სამხედრო ობიექტზე მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაშავდა. ამის შესახებ rg.ru იუწყება.

აფეთქება ყაზახეთში - არის მსხვერპლი

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, მათ რამდენიმე აფეთქების ხმა გაიგეს. ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საწყობში საინჟინრო დანიშნულების ასაფეთქებელი მოწყობილობები ინახებოდა.

აფეთქების მიზეზი უცნობია. უსაფრთხოების მიზნით, ახლომდებარე სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.