რუსეთს „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ გაყიდვა შესთავაზეს: ექსპერტის კომენტარი

გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ევროკავშირის დირექტივების გვერდის ავლას შეძლებს, თუ კორპორაცია „გაზპრომი“ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ს“ სხვა სერტიფიცირებულ ოპერატორს მიჰყიდის, წერს გაზეთი Frankfurter Allgemeine Zeitung-ი გერმანელი ჩინოვნიკების განცხადებაზე დაყრდნობით.

რუსეთს „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ გაყიდვა შესთავაზეს: ექსპერტის კომენტარი

ევეროპული რეგულაციების თანახმად, მომპოვებელი კომპანია და ინფრასტრუქტურის ოპერატორი გამიჯნული უნდა იყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში სიმძლავრეების 50 პროცენტი დამოუკიდებელი მიმწოდებლისთვის უნდა იყოს დარეზერვებული.
მანამდე დიუსელდორფის უზენაესმა სასამართლომ უარყო პროექტის ოპერატორის, კომპანია Nord Stream 2 AG– ის საჩივარი გერმანული მარეგულირებლის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელმაც უარი თქვა „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ გათავისუფლებაზე გაზის დირექტივის მოთხოვნებისგან. თუ კომპანია არ გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას, ეს ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ რუსულ ჰოლდინგს გაზსადენის სიმძლავრის მხოლოდ ნახევრის გამოყენება შეეძლება.
ევროპელების წინადადებაზე „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ გაყიდვასთან დაკავშირებით რადიო Sputnik-ის ეთერში კომენტარი გააკეთა რეგიონული პრობლემების ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორმა, რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან არსებული ფინანსური უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატმა დიმიტრი ჟურავლიოვმა.

„გაზის დირექტივა გულისხმობს, რომ გაზის მოპოვება და ტრანსპორტირება არ შეიძლება იყოს ერთსა და იმავე ხელში. ამიტომ ევროკავშირი გვთავაზობს, ჩვენ არ ვეხებით თქვენს გაზს, მაგრამ დაე, „გაზპრომმა“ თავად მილსადენი გაყიდოს, რათა ეს დირექტივა შესრულდესო.ისინი ნავთობსადენებსაც ანალოგიურად მიუდგნენ რამდენჯერმე, მაგრამ, მაპატიეთ, ერთ ადგილას გაგზავნეს. ეს დასავლეთის ფანტასტიკური ოცნებაა, რომელიც სრულიად არაკორექტულ იდეაზეა აგებული იმის შესახებ, რომ თუ გარკვეული ტექნოლოგიური პროცესი გაიყოფა, ის უფრო კონკურენტუნარიანი და ეფექტური გახდება“, — ამბობს ჟურავლიოვი.

მისი თქმით, „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მიმართ მსგავსი იდეა არ მუშაობს.
„კონკურენვია — ეს ისაა, როცა ორი კომპანია ერთი მომხმარებლისთვის იბრძვის, და არა ის, როდესაც წარმოების ერთ ნაწილს მეორე აშორებენ. ორი დაკავშირებული წარმოების პროგრამა კონკურენციას კი არ სწევს, არამედ ავსებს ერთმანეთს. კონკურენციის იდეა, რომელზედაც აგებულია ყველა ეს გაზის დირექტივა, აქ არ მუშაობს. დიახ, „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ს“ უკრაინული გაზგამანაწილებელი სისტემისთვის შეუძლია კონკურენციის გაწევა. მაგრამ მათ დირექტივებში სხვა იდეაა ჩადებული: ტექნოლოგიური პროცესის თითოეული ეტაპი დამოუკიდებებლი უნდა გახდეს — თითქოს ამით კონკურენცია წამოიქმნება, რაც ეფექტურობას გაზრდის. ეს აბსოლუტური მითია, მაგრამ ისინი ამ მითს უკვე მრავალი წელია, პოპულარიზაციას უწევენ“, — დაასკვნა ჟურავლიოვმა.