რუსული ვაქცინით აცრილებს დასავლეთი დისკრიმინაციას უწევს

 ზოგი ქვეყანა დისკრიმინაციას უწევს რუსეთისა და სხვა ქვეყნების იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსული კოვიდ-ვაქცინებით არიან აცრილი, განაცხადა РИА Новости-სთან ინტერვიუში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებში გრიგორი ლუკიანცევმა.
რუსული ვაქცინით აცრილებს დასავლეთი დისკრიმინაციას უწევს
ამასთან, მისი თქმით, თავად რუსული ვაქცინის აღიარების პროცესი ხელოვნურად ყოვნდება.
„რაც შეეხება შესაძლო დისკრიმინაციას სავაქცინო ნიშნით, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი დისკრიმინაცია გარკვეული დონით შეინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ რუსულმა ვაქცინა „სპუტნიკ-V-მ“ მსოფლიოს ათობით ქვეყანაში მიიღო მაღალი შეფასება, აღიარებულია უსაფრთხოდ და ეფექტურად და მრავალ ქვეყანაში წარმატებითაც გამოიყენება, ბევრ სახელმწიფოსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციაში ამ ვაქცინის აღიარების პროცესი, ჩვენი აზრით, ხელოვნურად ყოვნდება“, — აღნიშნა დიპლომატმა.

მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და წამლების ევროპული სააგენტოს მხრიდან ამ კუთხით „სიჩქარე არ შეინიშნება“, რის გამოც დისკრიმინაციული ზომები ეხებათ არა მარტო რუსეთის მოქალაქეებს, არამედ რუსული ვაქცინით აცრილ უცხოელებსაც.

„მაგალითად, იტალიასა და საფრანგეთში ცოტა ხნის წინ ეგრეთ წოდებული მწვანე სერტიფიკატები შემოიღეს. მათ გასცემენ იმათზე, ვინც უკვე მოიხადა ავადმყოფობა ან აცრილია ევროკავშირის მიერ აღიარებული ვაქცინებით. თუ ადამიანს ასეთი სერტიფიკატი არ აქვს, მას უფლებები ეზღუდება. კერძოდ, არ შეუძლია ეწვიოს საზოგადოებრივ ადგილებს, სახელმწიფო დაწესებულებებს, განათლების სისტემის დაწესებულებებს. ამავე კატეგორიაში ხვდებიან ჩვენი მოქალაქეებიცა და რუსული ვაქცინით აცრილი უცხოელებიც“, — განაცხადა ლუკიანცევმა.

დიპლომატს ეს სიტუაცია მიუღებლად მიაჩნია, ვინაიდან იმ უცხოელებს, რომლებიც დასავლური პრეპარატებით არიან ვაქცინირებული, რუსეთის ტერიტორიაზე ანალოგიური სერტიფიკატისა და QR-კოდების მიღების საშუალება ჰქონდათ და შესაბამისად გადაადგილება არ ეზღუდებოდათ.