ლავროვი: “სტალინზე თავდასხმები ჩვენს ისტორიაზე, მეორე მსოფლიო ომის შედეგებზე შეტევას ნიშნავს!”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს მიაჩნია, რომ განუწყვეტელი მცდელობები, იოსებ სტალინი გამოყვანილ იქნას მისი ეპოქის მთავარ ბოროტმოქმედად, წარმოადგენს რუსეთის ისტორიაზე შეტევის ნაწილს, ასევე მიზნად ისახავს მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვას.

ლავროვი: "სტალინზე თავდასხმები ჩვენს ისტორიაზე, მეორე მსოფლიო ომის შედეგებზე შეტევას ნიშნავს!"

ამის შესახებ ლავროვმა ორშაბათს განაცხადა, ვოლგოგრადში (ისტორიულ სტალინგრადში) დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან შეხვედრაზე. კერძოდ, მინისტრმა აღნიშნა:

“თქვენ ახსენეთ იოსებ სტალინი, რომელიც /…/ ყველა პროცესს ხელმძღვანელობდა. მე აბსოლუტურად ვეთანხმები აზრს, რომ ისტორიას ხელი არ უნდა ვახლოთ. სხვათა შორის, სტალინზე, როგორც ‘მთავარ ბოროტმოქმედზე’ თავდასხმები, ყველაფერი იმის ერთ ქვაბში ჩაყრა, რაც მან გააკეთა ომამდე, ომის დროს, ომის შემდეგ – ეს არის ჩვენს წარსულზე, მეორე მსოფლიო ომის შედეგებზე შეტევის ნაწილი”.