რუმინეთში ავტობუსის მგზავრობის საფასურის გადახდა ბუქნებით შეიძლება (ვიდეო)

რუმინეთის ქალაქ კლუჯ-ნაპოკაში ავტობუსით მგზავრობის საფასურის გადახდა მოქალაქეებს ბუქნების გაკეთებით შეუძლიათ. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა წერს.

რუმინეთში ავტობუსის მგზავრობის საფასურის გადახდა ბუქნებით შეიძლება (ვიდეო)

კამპანია სახელად „ჯანმრთელობის ბილეთი“ ქალაქში 23 აგვისტოდან დაიწყო. ვინც კამპანიაში ჩაერთვება და 20 ჩაჯდომას გააკეთებს, ავტობუსის ბილეთს უფასოდ იღებს. ბილეთების ჭკვიანი სისტემა დამონტაჟებულია Memorandumului Sud-ის ავტობუსის სადგურზე.

„ჯანმრთელობის ბილეთის“ კამპანია ერთი მგზავრისთვის ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელში შვიდი დღის განმავლობაში იმოქმედებს.