11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპულების უკანასკნელი sms-ები …

11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპულების უკანასკნელი sms-ები – “ახლახანს შევძელი შენი დაბრუნება და არ მინდა ისევ დაკარგვა… მიყვარხარ!”…

11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპულების უკანასკნელი sms-ები ...

ზუსტად 20 წლის წინ, 11 სექტემბერს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერაქტი მოხდა, რომელმაც 2977 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მათგან 2606 ნიუ-იორკის ცათამბჯენებში, ან მათ მახლობლად იმყოფებოდა, 246 კი – ტერორისტების მიერ მართულ თვითმფრინავებში.

რთული წარმოსადგენია, რას გრძნობდნენ ისინი ბოლო წუთებში. ამის ერთგვარ სურათს მათ მიერ ახლობლებთან დაგზავნილი ბოლო SMS-ები ქმნის.

– “საყვარელო, მინდოდა მეთქვა შენთვის როგორ ძლიერ მიყვარხარ… ახლახან შევძელი შენი დაბრუნება და არ მინდოდა ისევ დაკარგვა. შენ ჩემთვის ცხოვრებაზე მეტი ხარ. მიყვარხარ ძალიან!”

– “ერთადერთი რაზე ფიქრიც ახლა შემიძლია, შენ და იენი ხართ… ძალიან მეშინია, მაგრამ მაინც უნდა გითხრა, რომ ძალიან მიყვარხარ!”

– “ვიცი, რომ დავშორდით. უკვე ახალი გოგოც გყავს და ფეხზე გკიდივარ… მაგრამ თუ ყველაფერი იქნება ძალიან ცუდად, მაინც გეტყვი, რომ მიყვარხარ. მენატრები. კარგად!”

– “უბრალოდ მინდა გითხრა, რომ მიყვარხარ… და რომ ჩავრჩი ამ საშინელ შენობაში. აქ ძალიან დიდი კვამლია. უბრალოდ… უბრალოდ მიყვარხარ და მუდამ მეყვარები”.

– “აქ ძლიერი ხანძარია… მიყვარხარ… ნიკოლსაც უთხარი, რომ ისიც მიყვარს. არ ვიცი, შევძლებ თუ არა გამოღწევას… ღმერთო, როგორ მიყვარხარ!”

– “საყვარელო, საყვარელო, თვითმფრინავში ვარ, ის ვიღაცებმა გაიტაცეს. გავიგე, რომ ტყუპებისკენ მივფრინავთ. მიყვარხარ, ძვირფასო. ბავშვებს გადაეცი, რომ ძალიან მიყვარს. როგორ მინდა, კიდევ ერთხელ შემოგხედო”.

– “ჯულს, ბრაიანი ვარ. თვითმფრინავში ხარ და აქ ყველაფერი საშინლად გამოიყურება… თუ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება, იცოდე, რომ მიყვარხარ. კარგად მოიქეცი, სიკეთე აკეთე. მიყვარხარ. იმედია შევხვდებით.”

წყარო: ptn.ge