მინსკი-დასავლეთი-მოსკოვი — მოწყვლადი სამკუთხედი, თუ…

დღეს, 9 სექტემბერს რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების მორიგი, წელს უკვე მეხუთე პირადი შეხვედრა გაიმართება.
მინსკი-დასავლეთი-მოსკოვი — მოწყვლადი სამკუთხედი, თუ...
ორ ქვეყანას შორის ამჟამინდელი ურთიერთობა ბზრიალას ჰგავს, რომლის შენელებულ ტრიალს სულ უფრო დაძაბულად აკვირდებიან დაინტერესებული მხარეები. ყველას აწუხებს მთავარი კითხვა: გაჩერდება და წაიქცევა ამჯერად ბზრიალა თუ მაინც განაგრძობს ტრიალს?
არსი იმისა, რაც ბელარუსის ირგვლივ ხდება, საკმაოდ გულწრფელია, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა საჭირო პროპაგანდისტული კლიშეების დაცვით. ამის შესახებ ოდიოზური დასავლური მედიაც კი წერს. „რადიო თავისუფლების“ (რუსეთში მიჩნეულია უცხოურ აგენტად – Sputnik) პუბლიკაციის სათაური მრავლისმეტყველია: „ლუკაშენკო მრავალი წელია, რაც კრემლს გაწვდილი ხელის მანძილზე აკავებს. ეს ყველაფერი შესაძლოა მალე შეიცვალოს“. https://www.rferl.org/a/belarus-russia-union-state/31446183.html .
ზოგისთვის მთავარი იმედი და ზოგისთვის შიში — ეს ახლო მომავალში მოსალოდნელი „საგზაო რუკებზე“ ხელმოწერაა — მასშტაბურ შეთანხმებებზე, რომლებიც რუსეთსა და ბელარუსს ინტეგრაციის ახალ საფეხურზე გაიყვანს. გამოითქვა ვარაუდები, რომ ეს შეიძლება დღევანდელ შეხვედრაზეც მოხდეს, თუმცა კრემლმა არ დაადასტურა ეს ინფორმაცია.

ბალანსირების ხელოვნება ბელარუსულად

ოცი წელზე მეტია, გეოპოლიტიკური სამკუთხედი რუსეთი–ბელარუსი–დასავლეთი დგას უცვლელ საძირკველზე, სადაც თითოეული მხარე ცდილობს სიტუაცია თავისთვის სასურველი მიმართულებით დაძრას. მოსკოვი დაინტერესებულია უახლოეს მეზობელთან ინტეგრაციის გაძლიერებით. დასავლეთს, როგორც ყოველთვის, სჭირდება, რომ რუსეთს სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე ჩამოაშოროს. მინსკი კი ყოველთვის ცდილობდა ბალანსის დაცვას ძალაუფლების ორ ცენტრს შორის — ამ თავისი ბუფერული პოზიციიდან ყველა შესაძლო სარგებლის მოპოვებით.
მაგრამ ამ განტოლებას ერთი კრიტიკული მოწყვლადობა აღმოაჩნდა: ფართომასშტაბიანი რუსული მხარდაჭერის გარეშე ბელორუსია რეგრესისთვისაა განწირული.
და თუ მინსკი ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იღებდა ასეთ მხარდაჭერას მისი მხრიდან ფაქტობრივად მხოლოდ დაპირებების სანაცვლოდ, მოსკოვმა უკვე რამდენიმე წელია, რაც უპრეცედენტო სიუხვის ატრაქციონი გააჩერა, რაც დაუყოვნებლივ აისახა მეზობელი რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
რუსეთმა ბელარუსთან ურთიერთობა პრაგმატული თანამშრომლობის რელსებზე გადაიყვანა, რაც ითვალისწინებს დახმარების გაწევას ინტეგრაციის სფეროში კონკრეტული ნაბიჯების სანაცვლოდ.
ამასთან საკადრისი უნდა მიეზღოს ალექსანდრ ლუკაშენკოსაც: რუსეთთან დაახლოების პოლიტიკა „საათში ჩაის კოვზის“ ტემპით მან ხელოვნების რანგში აიყვანა. აი, ახლაც ბელარუსის ლიდერმა განაცხადა, რომ დღეს ვლადიმირ პუტინთან პირველ რიგში ავღანეთში შექმნილ სიტუაციაზე აპირებს მსჯელობას.
მაგრამ კრემლში მას მხარი არ დაუჭირეს, განაცხადეს, რომ ორი ქვეყნის ლიდერების მოლაპარაკებების საკვანძო საკითხი სწორედ ინტეგრაციული პროცესები იქნება.
და მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ეს მანამდე იყო გაცხადებული, დღევანდელ შეხვედრაზე რაიმე დოკუმენტებზე ხელმოწერა მოსალოდნელი არ არის, დასავლეთისთვის, რომელიც გვერდიდან აკვირდება მოვლენების განვითარებას, ეს დიდი ვერაფერი დამშვიდებაა. იმიტომ რომ ეს გვერდიდან დაკვირვება არის ფაქტობრივად ერთადერთი, რისი უფლებაც შეიძლება მისცეს მან თავს ამ მომენტში.

ხედვა დასავლეთიდან

მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოს დასავლეთში მრავალი წლის განმავლობაში ადებდნენ „ევროპის უკანასკნელი დიქტატორის“ დამღას, რეალურად ყველაფერი კიდევ უფრო რთულად იყო. ბელარუსის ლიდერის გეოპოლიტიკურ ძალთა ორ ცენტრს შორის ბალანსირება შესაძლებელი იყო არა მხოლოდ მოსკოვის რბილი პოზიციის გამო, არამედ იმის წყალობითაც, რომ მინსკი გარკვეულ მხარდაჭერას იღებდა, მათ შორის, კრედიტების სახით როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ისე დასავლეთის მხრიდან.
ეს ლოგიკურიცაა: თუ თქვენ წინაშე რუსეთისთვის მორიგი მოკავშირის ჩამოშორების ამოცანა დგას, თქვენ, ასე თუ ისე, ავანსი უნდა გასცეთ მასზე, მხარდაჭერა აღმოუჩინოთ და თუნდაც რამენაირი კეთილგანწყობა დაანახოთ. სწორედ ასეთ ფორმატში ფუნქციონირებდა მინსკის ურთიერთობა დასავლეთთან 2010-იანების ლამის უმეტეს ნაწილში.
ყველაფერი ერთი წლის წინანდელმა მოვლენებმა შეცვალა, როდესაც შარშანდელ ბელარუსულ პროტესტებში ევროპასა და შტატებში ლუკაშენკოს ჩამოგდების რეალური შანსი დაინახეს. და როცა „ცელქობა არ გამოვიდა“, ავტომატურად ჩაირთო „ღრმად არადემოკრატიულ, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დამთრგუნველ, ავტორიტარულ რეჟიმზე“ ზეწოლის ჩვეული მექანიზმი.

შედეგი კანონზომიერი გამოდგა.

დასავლელი ჟურნალისტების აზრით, „გამომდინარე იქიდან, რომ დასავლეთი უარს ამბობს არჩევნების შედეგების აღიარებაზე და უკვე სანქციების ოთხი რაუნდი შემოიღო ლუკაშენკოს, მისი ახლო გარემოცვისა და მასთან დაკავშირებული საწარმოების მიმართ, 67 წლის დიქტატორი პუტინის მხარდაჭრაზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე ოდესმე ყოფილა“. https://www.rferl.org/a/belarus-russia-union-state/31446183.html. ეს კი, თავის მხრივ, ქმნის ვითარებას, როდესაც „კრემლი ლუკაშენკოს მოწყვლადობას სერიოზული დათმობების მისაღებად იყენებს“ — ორი ქვეყნის ინტეგრაციის საკითხებში.
თუმცა მომხდარს კიდევ ერთი განზომილება აქვს.
მოყვანილი ციტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დასავლეთის ქმედებებს საერთაშორისო არენაზე საფუძვლად სხვა სახელმწიფოებისა და მათი ლიდერებისადმი ღრმა სიძულვილი უდევს.
საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ეს თავისებურება არანაირ გავლენას არ ახდენდა მის დომინანტ მდგომარეობაზე მსოფლიოში. მაგრამ ამჟამინდელ გარდამავალ პერიოდში დასავლური სამყარო, თავისი ამპარტავნებითა და საკუთარი უპირატესობის გრძნობით, სულ უფრო ხშირად ვარდება უხერხულ სიტუაციაში.
ბელარუსთან დაკავშირებული ახლანდელი ჩიხური სიტუაცია, სადაც შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ ზეწოლის პრაქტიკულად ყველა ბერკეტი დაკარგეს, ამის მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია.
ამერიკელებსა და ევროპელებს საბოლოოდ ისღა დარჩენიათ, უმწეოდ უყურონ, როგორც მიდის მოსკოვი დასახული მიზნისკენ ბელარუსი პარტნიორების მიმართ ხაზგასმული პატივისცემით, მოთმინებითა და თანმიმდევრულად. და ძალიან ახლოსაა მიზანთან.
ირინა ალქსნისი